ამირან გამყრელიძე ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულს, მერებს და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურების წარმომადგენლებს შეხვდა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე, ეპიდსიტუაციისა და ვაქცინაციის საკითხებზე ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულს, მუნიციპალიტეტების მერებს და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური სამსახურების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე რეგიონში არსებული ეპიდსიტუაცია, პრევენციული ღონისძიებების გაძლიერებისა და ვაქცინაციის გააქტიურების შესახებ იმსჯელეს. დღესვე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოსა და კლინიკა „რუსთავში“ არსებულ ვითარებას გაეცნო. მოგვიანებით კი ამირან გამყრელიძე, რუსთავში დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში, ქვემო ქართლის რეგიონული მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და პრესკონფერენცია გამართა.

როგორც ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ქვემო ქართლში ეპიდსიტუაცია სხვა რეგიონებთან შედარებით მშვიდია და ვაქცინაციის პროცესი უფრო მეტად გასააქტიურებელია, რაშიც ცნობადი სახეები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები უნდა ჩაერთონ.

,,შარშან, როცა ეპიდემია დაიწყო ქვემო ქართლი ერთ-ერთი სამიზნე იყო ჩვენთვის, რამდენიმე სერიოზული კლასტერი გვქონდა, მაგრამ ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, ჩვენ ღირსეულად გავართვით თავი ამას ყველაფერს. წელს ამ რეგიონში სხვა რეგიონებთან შედარებით უფრო მეტი სიმშვიდეა, მაგრამ რა თქმა უნდა, პრევენციული ღონისძიებებია გასაძლიერებელი, იგივე პირბადის ტარება, დისტანცია, დიდი თავშეყრების თავის არიდება და ზოგადად დისციპლინა. დღეს ვიყავით ერთ-ერთ ცენტრში, სადაც ძალიან კარგად არის აწყობილი იმუნიზაციის პროცესი და კარგია, რომ იქ არის გაფართოების საშუალება. ჩვენ ქვემო ქართლში დაგვჭირდება დღეში 1000-1200 ცოტა მეტი აცრა, რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი ნაწილი მოვა რუსთავზე.

მოგეხსენებათ ქვემო ქართლი გამოირჩევა ეთნიკური მრავალფეროვნებით, ჩვენ ჩამოვიტანეთ სხვადასხვა ენებზე დაბეჭდილი მასალა, რომელიც აუცილებელია, რომ ჩვენს ეთნიკურ უმცირესობებს მიეწოდოთ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, მუნიციპალიტეტებში ცნობადი სახეების და ადგილობრივი ხელისუფლების მეტი აქტიურობა, იმისთვის რომ ვაქცინაციის პროცესი მთელი წლის განმავლობაში იყოს ძალიან აქტიური“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას.

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს