საფრანგეთის ელჩი - ამერიკელმა და ევროპელმა ელჩებმა სრულიად შესანიშნავი საქმე შეასრულეს შეთანხმების ფასილიტაციისას

ამერიკელმა და ევროპელმა ელჩებმა სრულიად შესანიშნავი საქმე შეასრულეს ამ შეთანხმების ფასილიტაციისას, - ასე უპასუხა საფრანგეთის ელჩმა საქართველოში დიეგო კოლასმა კითხვას აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მისამართით ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან გაკეთებული განცხადებების შესახებ.

„ვფიქრობ, ამერიკელმა და ევროპელმა ელჩებმა სრულიად შესანიშნავი საქმე შეასრულეს ამ შეთანხმების ფასილიტაციისას. შარლ მიშელისა და დანიელსონის ევროპული შუამავლობით შეთანხმებამ საქართველოში ძალების გაერთიანება მოახდინა. იმედი მაქვს, რომ ეს შეთანხმება სათანადოდ განხორციელდება და გააძლიერებს ქართულ დემოკრატიას“, - განაცხადა დიეგო კოლასმა.

რაც შეეხება პოლიტიკური კრიზისისა და ნიკა მელიას საკითხს, ელჩმა აღნიშნა, რომ შეთანხმების მიზანი კრიზისიდან გამოსვლაა და ეს ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა განხორციელდეს.

„ვფიქრობ, რომ ამ შეთანხმების მიზანია კრიზისიდან გამოსვლა და ეს უნდა განხორციელდეს ნაბიჯ-ნაბიჯებ, კეთილსინდისიერად და შეთანხმების განხორციელების სულისკვეთებით. ამის მთელი ლოგიკა მდგომარეობს ქართული დემოკრატიისა და ქართული ინსტიტუტების გაძლიერებაში. იმედი მაქვს, რომ ეს ასე მოხდება. საქმე ეხება ყველასთვის სწორი ნაბიჯების პოვნას, რომ შეთანხმება სწორად განხორციელდეს“, -აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, შალვა ნათელაშვილმა ცოტა ხნის წინ აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი და ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი გააკრიტიკა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?