თბილისის 32-ე საჯარო სკოლის მასწავლებლებსა და პერსონალს სავალდებულო ტესტირება ჩაუტარდა, კორონავირუსი ერთ პედაგოგს დაუდასტურდა

ინფექციური საავადმყოფოს წარმომადგენლებმა თბილისის 32-ე საჯარო სკოლაში მასწავლებლებსა და პერსონალს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების სამინისტროდან აცნობეს, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მასწავლებელთა სისტემური სავალდებულო ტესტირება თბილისსა და რეგიონებში შეუფერხებლად გრძელდება.

„სახელმწიფოს მხრიდან სრულად უზრუნველყოფილი ტესტირების პროცესი სკოლაში უკვე მეხუთედ ჩატარდა, რის შედეგადაც კოვიდინფექცია მხოლოდ ერთ პედაგოგს დაუდასტურდა. სკოლამ დროულად შეძლო რეაგირება, დისტანციურ სწავლებაზე გადაიყვანა ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი კლასები, რის შედეგადაც თავიდან იქნა აცილებული Covid-19-ის შიდა გავრცელება.

თბილისის 32-ე საჯარო სკოლაში, სადაც 2000-მდე მოსწავლე იღებს განათლებას, მთელი სასკოლო საზოგადოების – სკოლის ადმინისტრაციის, მასწავლებლების, მოსწავლეების, მშობლების – ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ მაქსიმალურად დაიცვან ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები და სასწავლო სემესტრის სასკოლო სივრცეში დასრულება შეძლონ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?