საია-ს ხელმძღვანელი - საერთაშორისო კანონმდებლობა კრძალავს, რომ ამნისტია ან შეწყალება პოლიციელების მხრიდან ჩადენილ მნიშვნელოვან დანაშაულებზე გავრცელდეს

საია-ს ხელმძღვანელის ნიკოლოზ სიმონიშვილის განცხადებით, საერთაშორისო კანონმდებლობა კრძალავს, რომ ამნისტია ან შეწყალება პოლიციელების მხრიდან ჩადენილ მნიშვნელოვან დანაშაულებზე გავრცელდეს. ამის შესახებ სიმონიშვილმა ჟურნალისტებს შეთანხმების დოკუმენტზე ხელმომწერ ოპოზიციასა და არასამთავრობოებს შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო და კარგი იქნებოდა, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრა ხელისუფლების მხრიდანაც ყოფილიყო ინიცირებული.

„ჩვენი რეკომენდაციები შეეხებოდა იმას, რომ საერთაშორისო კანონმდებლობა კრძალავს ამნისტია ან შეწყალება იყოს გავრცელებული პოლიციელების მხრიდან ჩადენილ მნიშვნელოვან დანაშაულებზე და შესაბამისად, ეს არის სამართლებრივი, პოლიტიკური მხარე. როგორ გადაწყდება, რამდენზე გავრცელდება (ამნისტია) ანუ ეს იქნება ფართო თუ შეზღუდული, რა თქმა უნდა, ეს საბოლოოდ პარლამენტის გადასაწყვეტია. ჩვენი არგუმენტები მოისმინეს პოლიტიკოსებმა, რამდენად გასაგები და მისაღებია, ეს უკვე მათზეა დამოკიდებული“, - აცხადებს სიმონიშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა