სალომე სამადაშვილი - ძალიან რთული პროცესი იყო - დანიელსონმა მითხრა: “უნდა გახსოვდეს, რომ ამ შეთანხმებაზე სისხლი დაინთხევა ორივე მხარიდან“

დანიელსონი როცა ჩამოვიდა, ერთ-ერთ პირველ რაუნდზე, ცალკე შეხვედრაზე მითხრა, უნდა გახსოვდეს, რომ ამ შეთანხმებაზე სისხლი დაინთხევა ორივე მხარიდან,- ამის შესახებ პოლიტიკოსმა სალომე სამადაშვილმა პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ ამნისტიის შესახებ კანონპროექტზე საუბარისას განაცხადა.

მისივე თქმით, ზოგადად პოლიტიკური შეთანხმების პროცესი რთული იყო.

„ძალიან მძიმე საკითხია და მე შემიძლია გითხრათ, რომ საერთოდ ძალიან რთული პროცესი იყო ეს პოლიტიკური შეთანხმება. დანიელსონი როცა ჩამოვიდა, ერთ-ერთ პირველ რაუნდზე, ცალკე შეხვედრაზე მითხრა, რომ უნდა გახსოვდეს, რომ ამ შეთანხმებაზე სისხლი დაინთხევა ორივე მხარიდან. ანუ ორივე მხარეს მოუწევს, რომ სისხლი დაასხას ამ დოკუმენტს საბოლოოდ, რომელიც დაიდება. ასეა, შეთანხმება არის საბოლოო ჯამში კომპრომისი. მე მინდა ვთქვა და მე თუ გახსოვთ, იმთავითვე ვთქვი, პირველივე დღეს, შეგიძლია მოიძიოთ დანიელსონის პირველი ვიზიტის დროს ჩემი კომენტარი, რომ ეს ამნისტიის შემოთავაზება არ იქნება მარტივი საკითხი და ყველას გვესმის, რომ „ქართული ოცნება“ შეეცდება, ამ ამნისტიის ფარგლებშიც რაღაც მიიღოს, რადგან ესეც გასაგებია. „ქართული ოცნება“ საკუთარ ამომრჩევლებს ესაუბრება, ჩვენ ვესაუბრებით ოპოზიციურ ამომრჩეველს და ეს ხელშეკრულება რაღაცნაირად ორივე მხარეს უნდა მიჰყიდოს. თუმცა ერთი რამ არის გაუგებარი ჩემთვის, პოლიტიკურად „ქართულ ოცნებას“ რაში სჭირდება, რომ პოლიციელების საკითხის პედალირება გააკეთოს, მაგრამ ფორმულირება საბოლოდ არის შემდგომი რომ ვის წინააღმდეგაც არის აღძრული საქმე, შეეხება ამნისტია მხოლოდ მათ“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით ნიკა მელიასთან შეხვედრას გეგმავს.

„ვფიქრობ, ნიკასთან მივიდე საპატიმროში და ვესაუბრო, უფრო დეტალურად გავიაროთ ეს თემა“,- აღნიშნა სამადაშვილმა.

კორნელი კაკაჩია - თუ ადგილობრივ არჩევნებში გახარიასა და ვასაძის პარტიები მიიღებენ მონაწილეობას, „ქართულ ოცნებას“ პროპორციული სისტემით  ხმების 43%-ის აღება გაუჭირდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.05.2021
პაველ ფელგენგაუერი - ისრაელ-პალესტინის ზავის პირობები დამოკიდებული იქნება იმაზე, ისრაელი ღაზის სექტორს „ჰამასისაგან“ სრულად გაწმენდს და მოისურვებს თუ არა ამჯერად მასზე კონტროლის აბასის ადმინისტრაციისთვის გადაცემას
დმანისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს
USAID და Gazelle Finance მცირე და საშუალო მეწარმეების და საქართველოში ეკონომიკის აღდგენის მიზნით ახალ პროგრამას იწყებენ
"კრედო ბანკმა" European Fund for Southeast Europe (EFSE) და Green for Growth Fund (GGF)-ისგან საქართველოს რეგიონებში მცხოვრები მიკრო და მცირე მეწარმეების მხარდასაჭერად 51 მილიონი ლარი მოიზიდა
“მეამა ქოლექთის” ყავის უნიკალური კოქტეილები ბათუმშია