დავით კოდუა კვლავ კოვიდკლინიკაში იმყოფება

ცოლისა და შვილის მიმართ ძალადობის ფაქტზე დაკავებული ბიზნესმენის, დავით კოდუას ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა, სტაბილურია.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში კოდუას ერთ-ერთი ადვოკატი, გიორგი სიბაშვილი აცხადებს, კოდუა კოვიდკლინიკაში გადის მკურნალობას და ვირუსის მხრივ მას გართულებები არ აქვს. თუმცა, სიბაშვილის თქმითვე, დავით კოდუას მხარზე მყესი აქვს გაწყვეტილი და სასწრაფო ოპერაციას საჭიროებს. ადვოკატის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს დაგეგმილ ოპერაციასთან დაკავშირებით ჩაუტარდა კოვიდტესტირება, რა დროსაც მას აღნიშნული ვირუსი დაუდასტურდა.

ცნობისთვის, დავით კოდუას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 14 აპრილს შეუფარდა.

კოდუას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ) განესაზღვრა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან-სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დავით კოდუა წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა