„ლელოს“ ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს

პარტია “ლელოს” ოფისში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს.

დღევანდელ შეხვედრას ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიები და პარლამენტის არჩეული წევრები ესწრებიან.

დღევანდელ შეხვედრაზე ოპოზიციური პარტიები ამნისტიის კანონპროექტზე იმსჯელებენ, რომელიც პარლამენტში ხვალ უნდა დარეგისტრირდეს.

პარლამენტის არჩეული წევრის, სალომე სამადაშვილის ინფორმაციით, კანონპროექტი ხვალ ყველა შემთხვევაში დარეგისტრირდება, თუმცა როგორ განვითარდება შემდგომში მოვლენები, ჯერ კიდევ უცნობია.

,,ხვალ იწყება შეთანხმების შესრულების პირველი ეტაპი. ჩვენ ხვალ მივალთ საქართველოს პარლამენტში დავრეგისტრირდებით და ხვალვე განხორციელდება გიორგი რურუას შეწყალების აქტი პრეზიდენტის მიერ. ამიტომ, ხვალ არის მნიშვნელოვანი დღე ამ ისტორიული შეთანხმების განხორციელების თვალსაზრისით, ცხადი, ჩვენ ბევრი რამე გვაქვს დასაგეგმი და სასაუბრო. ხვალვე დარეგისტრირდება ამნისტიის კანონპროექტი, ჩვენ ვაგრძელებთ კონსულტაციებს კანონპროექტის შინაარსთან დაკავშირებით და ვნახოთ, რა წერტილამდე მივალთ. ხვალ დარეგისტრირდება ყველა შემთხვევაში კანონპროექტი, თუმცა როგორ განვითარდება შემდგომში მოვლენები, ამას ვნახავთ. ჩვენი პოზიცია ნათელია, ვაპირებთ, ამნისტიის კანონპროექტში ჩაიდოს, რომ ამნისტირება შეეხება იმ მიმდინარე საქმეებს, რომლებიც აღძრული იყო 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით”, - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა