ირაკლი ქარსელაძე - რეგიონული განახლების პროგრამა ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობით განხორციელდება

რეგიონების განახლების პროგრამა მომზადდა ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობით და ფაქტიურად 63 მუნიციპალიტეტში მოხდა, მათი შესაძლებლობების პირველადი განხილვა, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ახალი ინიციატივა მნიშვნელოვანია, როგორც პროგრამის ურბანული განახლების თვალსაზრისით, ასევე იმ დეცენტრალიზაციის უპრეცედენტო გამოვლინებით, რაც ადგილობრივი თვითმმართველობების და ადგილობრივი უწყებების ჩართულობას ნიშნავს.

„ეს არის კარგი შესაძლებლობა მათი შესაბამისი უნარების და შესაძლებლობების გაზრდისა, ისევე როგორც იმ ადგილობრივი მოსახლეობის, რომლებიც უშუალოდ ჩაერთვებიან სამუშაოებში და კიდევ უფრო განავითარებენ თავიანთ უნარებს, თუ ახალს არ შიძენენ“,- განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად პროგრამას ადგილობრივი მუნიციპალიტეტები განახორციელებენ.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს