დავით ნოზაძე - რწმუნებულის ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტების ჩართულობა რეგულაციების აღსრულების პროცესში, იქნება მაღალი

მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე, მცხეთა-მთიანეთის მხარის მუნიციპალიტეტების მერებსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური სამსახურების ხელმძღვანელებს შეხვდნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლების ვიზიტი მიზნად ისახავდა მხარეში მიმდინარე ეპიდსიტუაციის განხილვას, შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვასა და ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებას.

დავით ნოზაძის განცხადებით, ვაქცინაციის პროცესში მუნიციპალიტეტები აქტიურად ჩაერთვებიან.

„ბატონი ამირან გამყრელიძისგან მივიღეთ რეკომენდაციები ვაქცინაციასთან, ასევე რეგულაციების დაცვასთან დაკავშირებით. რწმუნებულის ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტების ჩართულობა ვაქცინაციისა და იმ რეგულაციების აღსრულების პროცესში, რომელსაც შესაბამისი უწყებები აწესებენ, იქნება მაღალი“, -განაცხადა დავით ნოზაძემ.

„მცხეთა-მთიანეთის რეგიონი შედარებით ნაკლებად დაზიანებული მხარეა, სხვა რეგიონებთან შედარებით. ეპიდემიის პერიოდში, ყველა სამსახური საკმაოდ კარგად ფუნქციონირებს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოტივირებულები არიან, რომ მთავარი პროცესი რასაც ჰქვია ვაქცინაცია, განახორციელონ ჩვენთან ერთად. შეხვედრის დროს, დამსწრე საზოგადოებას მოვახსენე დღევანდელი იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებების შესახებ. ასევე, ვისაუბრე იმ ვაქცინებთან დაკავშირებით, რაც დღეს არის ქვეყანაში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, მცხეთა-მთიანეთის ყველა მუნიციპალიტეტში თითო ამცრელი ჯგუფი იმუშავებს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები, რეგიონში ვიზიტის ფარგლებში მცხეთის სამედიცინო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებსაც ეწვივნენ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს