პროფესიული კავშირების გაერთიანებასა და „ჯორჯიან მანგანეზს“ შორის მაღაროელების საკითხზე შეთანხმება გაფორმდება

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებასა და „ჯორჯიან მანგანეზს“ შორის შეთანხმება გაფორმდება.

ამის შესახებ ინფორმაციას პროფესიული კავშირების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ხელშეკრულება დღეს „ჯორჯიან მანგანეზის ოფისში გაფორმდება.

„ხელი მოეწერება შეთანხმებას მოლაპარაკების პროცესში წამოჭრილ საკითხთან დაკავშირებით. საუბარია მაღაროელების გადამწყვეტი უმრავლესობის მიერ ხელმოწერილ დასტურზე, რომ პროფკავშირმა ადმინისტრაციის მიერ მომზადებულ შემოთავაზებებს მხარი ოფიციალურად დაუჭიროს. მაღაროელების თანხმობის გამოხატვა პროფკავშირმა ითხოვა და მისი მიზანია ადმინისტრაციასთან შეთანხმება ოფიციალურად მას შემდეგ გაფორმდეს, რაც მაღაროელები წინადადებებს დათანხმდებიან.

აქვე აღსანიშნავია, რომ შეთანხმების წინადადება პროფკავშირსა და ადმინისტრაციას შორის ხანგრძლივი კონსულტაციების და მოლაპარაკებების შედეგად შემუშავდა. კოლექტიურ დავაში, რომელიც 2021 წლის 1 აპრილს დაიწყო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დანიშნული მედიატორიც იყო ჩართული. ასევე მედიატორის გარეშე გამართული პირდაპირი მოლაპარაკებების პროცესში, დავის საგანთან - დასაქმებულების შრომის ანაზღაურების მატება-ინდექსაციის საკითხზე, კომპანიის ადმინისტრაციასა და პროფკავშირს შორის გამართული მრავალჯერადი და ინტენსიური შეხვედრა-მოლაპარაკებების შედეგად მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე:

  1. 2021 წლის 1-ლი მაისიდან განხორციელდეს დასაქმებულთა ხელფასების ინდექსაცია 5,2%-ით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული 2020 წლის საშუალო წლიური ინფლაციის შესაბამისად (ძირითად სახელფასო ტარიფში შეტანით).
  2. დასაქმებულებს, წელიწადში ოთხჯერ – შობის დღესთან, აღდგომის დღესთან, სამთოელის დღესთან და გიორგობის დღესთან (23 ნოემბერი) დაკავშირებით მიეცეს ფულადი საჩუქარი საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით 62.5 ლარის ოდენობით.
  3. 2021 წლის 1-ლი მაისიდან თითოეული დასაქმებულის სახელფასო ანაზღაურება გაიზარდოს 250 (დარიცხული) ლარის ოდენობით (ძირითად სახელფასო ტარიფში შეტანით).
  4. წინამდებარე შეთანხმება გავრცელდება შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ და ყველა იმ კომპანიის თანამშრომლებზე, რომლებიც ოპერირებენ შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ კუთვნილი სალიცენზიო უფლებამოსილების ფარგლებში.
  5. უახლოესი 2 (ორი) თვის განმავლობაში მხარეები იმუშავებენ და მოამზადებენ კოლექტიური ხელშეკრულების პროექტს, რომლითაც დარეგულირდება როგორც კომპანიის, ასევე პროფკავშირის და დასაქმებულების ვალდებულებები, პასუხისმგებლობები და სხვა საკითხები, რომელიც აუცილებელია მხარეთა შორის ურთიერთობების მოწესრიგებისა და პარტნიორული პრინციპების დამკვიდრებისთვის.
  6. მხარეთა შორის კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, წინამდებარე შეთანხმება გახდება მისი განუყოფელი ნაწილი.
  7. წინამდებარე ხელშეკრულება ამოქმედდეს მასზე ხელმოწერის მომენტიდანვე“, - აღნიშნულია პროფკავშირების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, მხარეთა შორის წარმოშობილი კოლექტიური დავის საფუძველი ქვეყანაში არსებული უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური ვითარებაა.

„საწვავზე და სამომხმარებლო პროდუქტებზე ფასები კატასტროფულად იზრდება, რაც დასაქმებულთა გაღარიბებას იწვევს. წინამდებარე შეთანხმებით ჭიათურელი მაღაროელების სტაბილური სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შენარჩუნება შესაძლებელია, ყოველ შემთხვევაში, შეიძლება ითქვას, რომ ამ შეთანხმებით აღებული ვალდებულებები კომპანიის მხრიდან შესაძლებლობის მაქსიმუმია და ეს ცხადყო მძიმე და ინტერნსიური მოლაპარაკებების პროცესმა, რომელიც მიმდინარეობდა 24 საათიან რეჟიმში და როგორც შპს ,,ჯორჯიან მანგანეზის“ და საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის, ასევე დარგობრივი და ადგილობრივი პროფკავშირის წარმომადგენლების მიერ, კოლოსალური ძალისხმევა იქნა გაწეული შეთანხმების მისაღწევად“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

პროფესიული კავშირების გაერთიანებასა და „ჯორჯიან მანგანეზს“ შორის მაღაროელების საკითხზე შეთანხმება გაფორმდება

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებასა და „ჯორჯიან მანგანეზს“ შორის შეთანხმება გაფორმდება.

ამის შესახებ ინფორმაციას პროფესიული კავშირების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ხელშეკრულება დღეს „ჯორჯიან მანგანეზის ოფისში გაფორმდება.

„ხელი მოეწერება შეთანხმებას მოლაპარაკების პროცესში წამოჭრილ საკითხთან დაკავშირებით. საუბარია მაღაროელების გადამწყვეტი უმრავლესობის მიერ ხელმოწერილ დასტურზე, რომ პროფკავშირმა ადმინისტრაციის მიერ მომზადებულ შემოთავაზებებს მხარი ოფიციალურად დაუჭიროს. მაღაროელების თანხმობის გამოხატვა პროფკავშირმა ითხოვა და მისი მიზანია ადმინისტრაციასთან შეთანხმება ოფიციალურად მას შემდეგ გაფორმდეს, რაც მაღაროელები წინადადებებს დათანხმდებიან.

აქვე აღსანიშნავია, რომ შეთანხმების წინადადება პროფკავშირსა და ადმინისტრაციას შორის ხანგრძლივი კონსულტაციების და მოლაპარაკებების შედეგად შემუშავდა. კოლექტიურ დავაში, რომელიც 2021 წლის 1 აპრილს დაიწყო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დანიშნული მედიატორიც იყო ჩართული. ასევე მედიატორის გარეშე გამართული პირდაპირი მოლაპარაკებების პროცესში, დავის საგანთან - დასაქმებულების შრომის ანაზღაურების მატება-ინდექსაციის საკითხზე, კომპანიის ადმინისტრაციასა და პროფკავშირს შორის გამართული მრავალჯერადი და ინტენსიური შეხვედრა-მოლაპარაკებების შედეგად მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე:

  1. 2021 წლის 1-ლი მაისიდან განხორციელდეს დასაქმებულთა ხელფასების ინდექსაცია 5,2%-ით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული 2020 წლის საშუალო წლიური ინფლაციის შესაბამისად (ძირითად სახელფასო ტარიფში შეტანით).
  2. დასაქმებულებს, წელიწადში ოთხჯერ – შობის დღესთან, აღდგომის დღესთან, სამთოელის დღესთან და გიორგობის დღესთან (23 ნოემბერი) დაკავშირებით მიეცეს ფულადი საჩუქარი საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით 62.5 ლარის ოდენობით.
  3. 2021 წლის 1-ლი მაისიდან თითოეული დასაქმებულის სახელფასო ანაზღაურება გაიზარდოს 250 (დარიცხული) ლარის ოდენობით (ძირითად სახელფასო ტარიფში შეტანით).
  4. წინამდებარე შეთანხმება გავრცელდება შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ და ყველა იმ კომპანიის თანამშრომლებზე, რომლებიც ოპერირებენ შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ კუთვნილი სალიცენზიო უფლებამოსილების ფარგლებში.
  5. უახლოესი 2 (ორი) თვის განმავლობაში მხარეები იმუშავებენ და მოამზადებენ კოლექტიური ხელშეკრულების პროექტს, რომლითაც დარეგულირდება როგორც კომპანიის, ასევე პროფკავშირის და დასაქმებულების ვალდებულებები, პასუხისმგებლობები და სხვა საკითხები, რომელიც აუცილებელია მხარეთა შორის ურთიერთობების მოწესრიგებისა და პარტნიორული პრინციპების დამკვიდრებისთვის.
  6. მხარეთა შორის კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, წინამდებარე შეთანხმება გახდება მისი განუყოფელი ნაწილი.
  7. წინამდებარე ხელშეკრულება ამოქმედდეს მასზე ხელმოწერის მომენტიდანვე“, - აღნიშნულია პროფკავშირების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, მხარეთა შორის წარმოშობილი კოლექტიური დავის საფუძველი ქვეყანაში არსებული უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური ვითარებაა.

„საწვავზე და სამომხმარებლო პროდუქტებზე ფასები კატასტროფულად იზრდება, რაც დასაქმებულთა გაღარიბებას იწვევს. წინამდებარე შეთანხმებით ჭიათურელი მაღაროელების სტაბილური სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შენარჩუნება შესაძლებელია, ყოველ შემთხვევაში, შეიძლება ითქვას, რომ ამ შეთანხმებით აღებული ვალდებულებები კომპანიის მხრიდან შესაძლებლობის მაქსიმუმია და ეს ცხადყო მძიმე და ინტერნსიური მოლაპარაკებების პროცესმა, რომელიც მიმდინარეობდა 24 საათიან რეჟიმში და როგორც შპს ,,ჯორჯიან მანგანეზის“ და საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის, ასევე დარგობრივი და ადგილობრივი პროფკავშირის წარმომადგენლების მიერ, კოლოსალური ძალისხმევა იქნა გაწეული შეთანხმების მისაღწევად“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია