„საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორი გაეროს ESCAP-ის 77-ე სესიაში მონაწილეობს

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი, გოგიტა თოდრაძე გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკური და სოციალური კომისიის (UNESCAP) 77-ე სესიაში მონაწილეობს, რომელიც ონლაინ რეჟიმში იმართება. ამის შესახებ ინფორმაციას „საქსტატი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სესია 26 აპრილიდან 29 აპრილის ჩათვლით მიმდინარეობს, სადაც გოგიტა თოდრაძე საქართველოს გარდა, გაეროს ESCAP-ის სტატისტიკის კომიტეტს წარმოადგენს, თავმჯდომარის რანგში.

„საქსტატის“ ცნობით, შეხვედრას აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნების მეთაურები და უმაღლესი რანგის დელეგატები, ასევე გაეროს ESCAP-ისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.

„მიმდინარე წლის სესიის მთავარ თემას ახალი კორონა ვირუსის, გავრცელებით გამოწვეული კრიზისის შემდგომი თანამშრომლობა და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელება წარმოადგენს.

გოგიტა თოდრაძემ თავის გამოსვლაში მონაწილეებს სტატისტიკის კომიტეტის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. მან ასევე, ისაუბრა სტატისტიკის კომიტეტის მიღწევებზე და მონაწილეებს კომიტეტის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები გააცნო. მოხსენებისას ხაზი გაუსვა, ოფიციალური სტატისტიკის ისეთ პრიორიტეტულ საკითხებს, როგორიცაა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების 2030 წლის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხორციელება, სტატისტიკის სამსახურების შესაძლებლობების გაძლიერება, საერთაშორისო თანამშრომლობა, დიდი მონაცემების (Big Data) ფართოდ გამოყენება, გენდერული სტატისტიკის შემდგომი განვითარება, ეროვნული ანგარიშების წარმოება და სხვა.

სესიაზე მონაწილეები ასევე, განიხილავენ რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საკითხებს და დასახავენ სამომავლო გეგმებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

„საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორი გაეროს ESCAP-ის 77-ე სესიაში მონაწილეობს

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი, გოგიტა თოდრაძე გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკური და სოციალური კომისიის (UNESCAP) 77-ე სესიაში მონაწილეობს, რომელიც ონლაინ რეჟიმში იმართება. ამის შესახებ ინფორმაციას „საქსტატი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სესია 26 აპრილიდან 29 აპრილის ჩათვლით მიმდინარეობს, სადაც გოგიტა თოდრაძე საქართველოს გარდა, გაეროს ESCAP-ის სტატისტიკის კომიტეტს წარმოადგენს, თავმჯდომარის რანგში.

„საქსტატის“ ცნობით, შეხვედრას აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნების მეთაურები და უმაღლესი რანგის დელეგატები, ასევე გაეროს ESCAP-ისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.

„მიმდინარე წლის სესიის მთავარ თემას ახალი კორონა ვირუსის, გავრცელებით გამოწვეული კრიზისის შემდგომი თანამშრომლობა და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელება წარმოადგენს.

გოგიტა თოდრაძემ თავის გამოსვლაში მონაწილეებს სტატისტიკის კომიტეტის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. მან ასევე, ისაუბრა სტატისტიკის კომიტეტის მიღწევებზე და მონაწილეებს კომიტეტის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები გააცნო. მოხსენებისას ხაზი გაუსვა, ოფიციალური სტატისტიკის ისეთ პრიორიტეტულ საკითხებს, როგორიცაა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების 2030 წლის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხორციელება, სტატისტიკის სამსახურების შესაძლებლობების გაძლიერება, საერთაშორისო თანამშრომლობა, დიდი მონაცემების (Big Data) ფართოდ გამოყენება, გენდერული სტატისტიკის შემდგომი განვითარება, ეროვნული ანგარიშების წარმოება და სხვა.

სესიაზე მონაწილეები ასევე, განიხილავენ რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საკითხებს და დასახავენ სამომავლო გეგმებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია