ადვოკატის განცხადებით, მელიას პოზიცია გირაოზე უცვლელია და ის ევროკავშირის მიერ თანხის ჩარიცხვას იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ ამნისტიის კანონპროექტს გაიწვევენ

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებული თავმჯდომარის ნიკა მელიას ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, მელიას პოზიცია გირაოსთან დაკავშირებით უცვლელია და ის ევროკავშირის მიერ თანხის ჩარიცხვას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუკი ამნისტიის შესახებ კანონპროექტს გაიწვევენ.

როგორც პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ კონდახიშვილმა აღნიშნა, ხვალინდელ სასამართლო პროცესიდან მათ რაიმე მნიშვნელოვანის მოლოდინი არ აქვთ.

“მორიგი ფორმალური პროცესი იქნება, ვინაიდან ეს მართლმსაჯულების იმიტაციაა, რაც ნიკა მელიას საქმეზე ხდება. ამიტომ, ხვალ დიდ სიახლეებს არ ველით აღნიშნული პროცესიდან. ხაზგასმით აღვნიშნავ, ნიკა მელია აცხადებს თანხმობას ევროკავშირის მიერ გირაოს თანხის ჩარიცხავაზე თუკი გათხოვილი იქნება ამნისტიის კანონპროექტი. ის, რომ კანონპროექტი დარეგისტრირდა, არაფერს ამბობს, ვინაიდან კანონპროექტის გაწვევა შეიძლება მოსმენების დროსაც. ვიმეორებ, ნიკა მელიას პოზიცია ევროკავშირის მიერ გირაოს თანხის ჩარიცხვასთან დაკავშირებით პირობადადებულია, ნიკა თანხმობას მხოლოდ იმ შემთხვევაში აცხადებს, თუკი ამნისტიის კანონს უარი ეთქმება და გათხოვილი იქნება. კანონპროექტი მძიმეა და ნიკა მელიას შიში გამართლდა იმასთან დაკავშირებით, რომ „ოცნების" მიერ იმდაგვარი კანონპროექტია ინიცირებული, რომ ფაქტობრივად ინდულგენციას მოძალადეები, ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლები და მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები მიიღებენ. ნიკა მელიას გათავისუფლება ხელისუფლების ხელშია, ძალიან ბევრი ინსტრუმენტია მისი გათავისუფლების. თუნდაც ხვალ, შეუძლია ხელისუფლებას ამ ინსტრუმენტის გამოყენება",- განაცხადა კონდახიშვილმა.

ადვოკატის განმარტებით, ისინი ხვალინდელ სასამართლო სხდომაზე პროკურატურისა და სასამართლოს პოზიციას დაელოდებიან.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ