მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ნიკა მელიასგან ამნისტიის კანონპროექტის გაწვევის მოწოდება არასწორია და შეთანხმების დოკუმენტთან დაპირისპირებას ნიშნავს

უმრავლესობის წევრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ნიკა მელიასგან ამნისტიის კანონპროექტის გაწვევის მოწოდება არასწორია და შეთანხმების დოკუმენტთან დაპირისპირებას ნიშნავს.

კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა, რომ ნიკა მელია ხვალ გათავისუფლდეს, სარჯველაძე ამბობს, რომ “ამ საკითხზე ვარაუდის გამოთქმის საფუძველი არ არსებობს”.

“მოწოდება, რომ ხელისუფლებამ თითქოსდა უნდა გაითხოვოს ამნისტიის შესახებ ინიცირებული კანონპროექტი, არ არის სწორი. იგივე თამაშია, რა განწყობაც ამ დრომდე არსებობდა. ეს მოწოდება ნიშნავს რეალურად იმ ხელშეკრულებასთან დაპირისპირებას, რომლის აღსასრულებლადაც ინიცირებულია კანონპროექტი. აქამდეც ვამბობდით, რომ ნიკა მელია წარმოადგენს იმ პოლიტიკურ გუნდს, რომელსაც არც შეთანხმება სურს, არც ამ შეთანხმების შესრულება. ყველა ძალას იხმარენ, რომ ნებისმიერი ფორმით დაუპირისპირდნენ შეთანხმებას და ნებისმიერ მცდელობას, რომ საქართველოში ნორმალური დემოკრატიული პროცესი ვიხილოთ. არაფერი მაძლევს საფუძველს ვთქვა, რომ რამე შეიცვალა, რამაც შეიძლება განაპირობოს ამ საკითხის განხილვა სასამართლოს მხრიდან. შესაბამისად, ასეთი ვარაუდების გამოთქმის საფუძველი არ არსებობს. რაც შეეხება მოთხოვნას გათავისუფლების თაობაზე, ამის გზა არსებობს. შესაძლებლობა ექნება თავად ნიკა მელიას”,- განაცხადა სარჯველაძემ.

შეგახსენებთ, რომ ხვალ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გაიმართება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა