თბილისის N122 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღე აღინიშნა

ინტელექტუალური საკუთრების გაკვეთილებზე მიღებული ცოდნა თბილისის N122 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კრეატიულად გამოხატეს და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გამოფენა მოაწყვეს.

„საქპატენტის“ ინფორმაციით, ღონისძიებაზე მოსწავლეებმა საავტორო უფლებებით დაცული ნაწარმოებები, გამოგონებები, დიზაინის ნიმუშები და სასაქონლო ნიშნები წარმოადგინეს.

მათივე ცნობით, ეს იყო დასკვნითი ღონისძიება ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ევროკავშირისა და საქართველოს ერთობლივი პროექტის (EUGIPP) ფარგლებში განხორციელებული ერთ-ერთი კომპონენტისა -„კრეატიულობა და ინტელექტუალური საკუთრების სწავლება საქართველოს სკოლებში".

„პროექტი სამ ეტაპად განხორციელდა. დასკვნით ღონისძებას წინ უძღვოდა საქპატენტის სასწავლო ცენტრის ტრენერების მიერ შერჩეული საჯარო სკოლის მასწავლებლების ინტელექტუალური საკუთრების სწავლების მეთოდოლოგიაში გადამზადება, ასევე, გადამზადების ფარგლებში გეგმის თანახმად შემუშავებული კრეატიულობისა და ინტელექტუალური საკუთრების შესახებ გაკვეთილების ჩატარება. მშობლიური ენისა და სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე გამოყენებული იყო პროექტისთვის საგანგებოდ შექმნილი სასწავლო მასალები, მათ შორის „კრეატიული დღიური“. სწავლების ეფექტიანობის მისაღწევად, შერჩეული სკოლების პედაგოგები უზრუნველყოფილნი იყვნენ სხვადასხვა სასწავლო მასალით, რომელიც დაფუძნებულია ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) მასწავლებელთა სატრენინგო პაკეტის „ინტელექტუალური საკუთრების საფუძვლები" შინაარსზე.

დასკვნითი ღონისძიების გამოფენაზე ექსპონირებული ნამუშევრების მიხედვით გამოიკვეთა, რომ სასწავლო მასალების გამოყენებით მოხერხდა მოსწავლეების კრეატიული აზროვნების განვითარება, შემოქმედებითობის, როგორც ფინანსური თუ მორალური სიკეთის მოპოვების წყაროს გააზრება და, ასევე, ინტელექტუალური შრომის, როგორც საკუთრების და ზოგადად დარგის მნიშვნელობის გაანალიზება. გარდა ამისა, მოსწავლეებმა გააცნობიერეს, თუ, როგორ უნდა დაიცვან თავიანთი ინტელექტუალური საკუთრება და პატივი სცენ სხვის გონებრივ შრომას.

ღონისძიება, რომელიც ინტელექტუალური საკუთრების საბაზისო განათლების სისტემაში ინტეგრირების ხელშეწყობისკენაა მიმართული, წარმოადგენს ინტელექტუალური საკუთრების სწავლების საპილოტე ვერსიას და მის წარმართვაში ჩართული იყო საქართველოს თბილისისა და რეგიონების საჯარო სკოლები. საპილოტე ვერსია შემუშავდა EIGIPP-ის მთავარი ბენეფიციარის, საქპატენტისა და ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) მიერ. EIGIPP-ის სამწლიანი პროექტი, რომელიც საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების სისტემის გაძლიერებას ემსახურება, 2022 წლის ბოლოს დასრულდება“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსეი გარანი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას რუსეთის პრეზიდენტი პუტინი აჩქარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.05.2021
ხათუნა ლაგაზიძე - თუ ოპოზიციას რაციონალიზმი კი არა, თვითგადარჩენის ინსტინქტი მაინც შერჩენია, მოუწევთ გაერთიანება იმ საფრთხის წინააღმდეგ, რასაც ასპარეზზე ახალი პოლიტიკური ჯგუფების გამოჩენა ჰქვია
"პური გულიანი" ქსელურ განვითარებას იწყებს
TKT.GE-ს ახალი სტრატეგიული მიმართულება - ავიაბილეთები დაემატა
"ვოლტი" უკვე წყნეთშია!