გია გაჩეჩილაძე - ეს ახალგაზრდები აღდგომა დღესასწაულზე დატოვეს ციხეში და ვახო სანაია ასამართლებს ხალხს

სამწუხაროდ, ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ. ეს ახალგაზრდები აღდგომა დღესასწაულზე დატოვეს ციხეში და ვახო სანაია ასამართლებს ხალხს, - ამის შესახებ მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ(უცნობმა) თბილისის საქალაქო სასამართლოში, ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულების სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ქვეყანაში არანაირი სასამართლო და სამართლიანობის განცდა არ არსებობს.

„სამწუხაროდ, ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ეს ახალგაზრდები ამ აღდგომა დღესასწაულზე დატოვეს ციხეში, სამწუხაროდ, სანაია ასამართლებს ხალხს და ჟურნალისტების ფსიქოლოგიურ ტყვეობაში ვიმყოფებით ყველა. გამწარებული კაცი სანაიას რა მესიჯს გაუგზავნის, თურმე, ესეც ამ ბიჭების პასუხისმგებლობა ყოფილა. თქვენ გადაწყვიტეთ გარეთ ვინ არიან და ციხეში ვის ტოვებენ, სანამ არ ვიქნებით ყველანი ერთად, ასე გაგვიკეთებენ ყველას, როგორც დღეს ამ ბიჭებს ექცევიან. ამ ქვეყანაში არანაირი სასამართლო და სამართლიანობის განცდა არ არსებობს, ისეთი ადამიანები ხდებიან პოლიტპატიმრები, რომელთა ცხოვრება და მოღვაწეობაც მთელმა საქართველომ იცის“, - აღნიშნა გია გაჩეჩილაძემ.

ცნობისთვის, დღევანდელ სასამართლო პროცესზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულების საქმის მოსამართლემ, გიორგი კერატიშვილმა ადვოკატების შუამდგომლობა დაკავებულების თავდებობით გათავისუფლებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა.

მოსამართლის განმარტებით, დაცვის მხრიდან რაიმე წონადი არგუმენტი არ მოუსმენია, რაც დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით ქმედებების შესაძლო ჩადენას გააბათილებდა და თავდებში მყოფი პირები სანდო ურთიერთობაში უნდა იყვნენ ბრალდებულებათან.

სამართალდამცავებმა ვახო სანაიას მიმართ, მისი პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის ფაქტზე 3 პირი დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პაველ ფელგენგაუერი - ისრაელ-პალესტინის ზავის პირობები დამოკიდებული იქნება იმაზე, ისრაელი ღაზის სექტორს „ჰამასისაგან“ სრულად გაწმენდს და მოისურვებს თუ არა ამჯერად მასზე კონტროლის აბასის ადმინისტრაციისთვის გადაცემას
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2021
იაგო კაჭკაჭიშვილი - პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია
სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ წამახალისებელ გათამაშებაში სუპერ პრიზი - ბინა გათამაშდა
კარაგანდაში შპს „ქაზ კარბონის“კუთვნილი ახალი ნახშირის გამამდიდრებელი ფაბრიკა გაიხსნა
თბილისში ქართულ-ფრანგული საკონდიტროების ქსელ Bisues-ის პირველი მაღაზია გაიხსნა