ლევან იოსელიანი - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების არანაირი აუცილებლობა არ არსებობდა და სრულიად ვიზიარებ აშშ-ის საელჩოს პოზიციას

არანაირი აუცილებლობა ამ ცვლილებების შემოტანის, მითუმეტეს დაჩქარებული წესით, არ არსებობდა და სრულიად ვიზიარებ აშშ-ის საელჩოს პოზიციას, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ამ საკითხზე მოქალაქეებს ძალიან ნათელი პოზიცია ჰქონდათ.

„მხოლოდ ორი ხმა დაფიქსირდა დარბაზში საწინააღმდეგო და ეს ორი ხმა გვეკუთვნოდა მე და ალეკო ელისაშვილს. არანაირი აუცილებლობა ამ ცვლილებების შემოტანის, მითუმეტეს დაჩქარებული წესით, არ არსებობდა და სრულიად ვიზიარებ აშშ-ის საელჩოს პოზიციას, რომ არ უწყობს მიღებული ცვლილებები ხელს იმ პროცესს, რაც საქართველოში მიდის, ვგულისხმობ, ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის პოზიციების დაახლოებას და შარლ მიშელის დოკუმენტის ფარგლებში ერთობლივი რეფორმების გატარების შესაძლებლობას,“ - განაცხადა იოსელიანმა.

როგორც იოსელიანი აღნიშნავს, როცა იურიდიულ კომიტეტში 48 საათამდე პატიმრობის ვადის გაზრდასთან დაკავშირებით დავა მიმდინარეობდა, მან იურიდიული კომიტეტი დაარწმუნა, რომ ეს გონივრული გადაწყვეტილება არ იყო.

„მივაღწიე იმას, რომ ანრი ოხანაშვილი, იურიდიული კომიტეტი დავითანხმე, რომ ეს არ იყო გონივრული გადაწყვეტილება და შევთანხმდით 24 საათზე. ამ 24 საათს დავუჭირე მე მხარი, რაც შეეხება დანარჩენს, ჯარიმების გაზრდას, საპატიმრო ვადის ქვედა ზღვარის გაზრდას, რა თქმა უნდა, ამის წინააღმდეგი ვიყავი,“ - განაცხადა იოსელიანმა.

კითხვაზე - არის თუ არა მიღებული ცვლილებები დაკავშირებული საპროტესტო აქციებთან, იოსელიანი აღნიშნავს, რომ „საჯარიმო სანქციები შეიძლება მიაჩნიათ ეფექტურ საშუალებად იმისთვის, რომ სამოქალაქო აქტივისტების მიმართ იქნას გამოყენებული უფრო ეფექტურად და ამიტომ მოხდა ამის გაზდა, თორემ პატიმრობის გამოყენება სამოქალაქო აქტივისტების მიმართ აქამდე არ მომხდარა“.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ლევან იოსელიანი - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების არანაირი აუცილებლობა არ არსებობდა და სრულიად ვიზიარებ აშშ-ის საელჩოს პოზიციას

არანაირი აუცილებლობა ამ ცვლილებების შემოტანის, მითუმეტეს დაჩქარებული წესით, არ არსებობდა და სრულიად ვიზიარებ აშშ-ის საელჩოს პოზიციას, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ამ საკითხზე მოქალაქეებს ძალიან ნათელი პოზიცია ჰქონდათ.

„მხოლოდ ორი ხმა დაფიქსირდა დარბაზში საწინააღმდეგო და ეს ორი ხმა გვეკუთვნოდა მე და ალეკო ელისაშვილს. არანაირი აუცილებლობა ამ ცვლილებების შემოტანის, მითუმეტეს დაჩქარებული წესით, არ არსებობდა და სრულიად ვიზიარებ აშშ-ის საელჩოს პოზიციას, რომ არ უწყობს მიღებული ცვლილებები ხელს იმ პროცესს, რაც საქართველოში მიდის, ვგულისხმობ, ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის პოზიციების დაახლოებას და შარლ მიშელის დოკუმენტის ფარგლებში ერთობლივი რეფორმების გატარების შესაძლებლობას,“ - განაცხადა იოსელიანმა.

როგორც იოსელიანი აღნიშნავს, როცა იურიდიულ კომიტეტში 48 საათამდე პატიმრობის ვადის გაზრდასთან დაკავშირებით დავა მიმდინარეობდა, მან იურიდიული კომიტეტი დაარწმუნა, რომ ეს გონივრული გადაწყვეტილება არ იყო.

„მივაღწიე იმას, რომ ანრი ოხანაშვილი, იურიდიული კომიტეტი დავითანხმე, რომ ეს არ იყო გონივრული გადაწყვეტილება და შევთანხმდით 24 საათზე. ამ 24 საათს დავუჭირე მე მხარი, რაც შეეხება დანარჩენს, ჯარიმების გაზრდას, საპატიმრო ვადის ქვედა ზღვარის გაზრდას, რა თქმა უნდა, ამის წინააღმდეგი ვიყავი,“ - განაცხადა იოსელიანმა.

კითხვაზე - არის თუ არა მიღებული ცვლილებები დაკავშირებული საპროტესტო აქციებთან, იოსელიანი აღნიშნავს, რომ „საჯარიმო სანქციები შეიძლება მიაჩნიათ ეფექტურ საშუალებად იმისთვის, რომ სამოქალაქო აქტივისტების მიმართ იქნას გამოყენებული უფრო ეფექტურად და ამიტომ მოხდა ამის გაზდა, თორემ პატიმრობის გამოყენება სამოქალაქო აქტივისტების მიმართ აქამდე არ მომხდარა“.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია