პარტია ,,სტრატეგია აღმაშენებლის" სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი თეონა ჭალიძე ტყიბულის მუნიციპალიტეტში არსებული უფასო სასადილოს ბენეფიციარების მოთხოვნას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ უფასო სასადილოები კვირაობით არ უნდა ისვენებდნენ.
თეონა ჭალიძე მთავრობას მიმართავს უზრუნველყონ უფასო სასადილოების მომსახურება ყოველდღიურ რეჟიმში.
"სამწუხაროდ და უსამართლოდ საქართველოს რეგიონებში ზოგიერთ უფასო სასადილოში კვირაობით ისვენებენ და ბენეფიციარებზე სადილი არ გაიცემა. თავიდანვე სატენდერო პირობებს ასე აცხადებენ მუნიციპალიტეტები და შესაბამისად, მრჩება შთაბეჭდილება, რომ სწორედ გაჭირვებული ადამიანების ხარჯზე აკეთებენ ეკონომიას. სასადილოს ბენეფიციარებისთვის ხშირად მხოლოდ სასადილოს საჭმელია ერთადერთი, რითაც თავი გააქვთ და ასეთი დამოკიდებულება ადამიანების მიმართ, რომლებსაც ფაქტიურად მშიერს ტოვებენ, ძალიან უსამართლოა. მივმართავ საქართველოს მთავრობას, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, მიიღეთ შესაბამისი ზომები და მთელი ქვეყნის მასშტაბით უფასო სასადილოების მომსახურება უზრუნველყავით ყოველდღიურ რეჟიმში”, - აცხადებს თეონა ჭალიძე.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"