სხვადასხვა სამუშაოს გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, 4 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, კრწანისის რაიონში ქსელში გადართვების გამო, 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), გორგასლის, ჩხეიძის, ბერძნის, შატაიძის, გრიშაშვილის, ოპრეთის, ეფრემ მცირეს, სულხანიშვილის, ნიშნიანიძის, მარტვილის, ნადიკვარის და კალანდაძის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნინოშვილის, ჯავახიშვილის, ჩუბინაშვილის და კლდიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), მარჯანიშვილის და სანკტ-პეტერბურგის ქუჩების მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, - აღნიშნულია „თელასის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა