მიხეილ სააკაშვილი - ვფიქრობ, საქართველოში ხელისუფლება წელს ნებისმიერ შემთხვევაში შეიცვლება, გასაგიჟებელი მხარდაჭერა მაქვს

ვფიქრობ, საქართველოში ხელისუფლება წელს ნებისმიერ შემთხვევაში შეიცვლება, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, მას საქართველოში დიდი მხარდაჭერა აქვს.

„ვფიქრობ, საქართველოში ნებისმიერ შემთხვევაში წელს ხელისუფლება შეიცვლება. მათ მოიპარეს არჩევნები, მაგრამ შემდეგ ჩაერივნენ ევროპელები. მიაღწიეს შეთანხმებას, რომელიც სრულყოფილებამდე ძალიან შორსაა, მაგრამ რომელიც ხსნის რეფერენდუმის საკითხს, პრაქტიკულად ხელისუფლების ცვლილებას ამ წლის შემოდგომაზე. ამიტომ, მგონია, რომ პირადად მე და ჩემი პოლიტიკური ძალა მოვემზადებით, ბოლომდე მივიყვანთ საქმეს და არ ვაპირებთ, მათ ქვეყნის განადგურების უფლება მივცეთ“, – განაცხადა სააკაშვილმა.

კითხვაზე, შეიძლება, თუ არა საქართველოს ხელისუფლება მას რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მსგავსად მოექცეს, ექსპრეზიდენტმა უპასუხა, რომ ეს შესაძლებელია.

„კი, მაგრამ რუსეთისგან განსხვავებით ქართველი ხალხი საკმარისადაა მობილიზებული. უბრალოდ გასაგიჟებელი მხარდაჭერა მაქვს. ნავალნის მე რეალურად გმირად ვთვლი. ჯერ ასეთი მხარდაჭერა რუსეთში არ არის, მაგრამ ასეთი მხარდაჭერა მოვა თუ ის გადარჩება“, – განაცხადა სააკაშვილმა.

იხილეთ ვიდეო:მიხეილ სააკაშვილი - ვფიქრობ, საქართველოში ხელისუფლება წელს ნებისმიერ შემთხვევაში შეიცვლება

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა