შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, მოპედებით გადაადგილებისთვის მძღოლებს მართვის მოწმობები დასჭირდებათ

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მოპედებით გადაადგილებისთვის მძღოლებს მართვის მოწმობები დასჭირდებათ.

როგორც ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, მოპედების რეგისტრაცია სავალდებულო გახდება.

„ამაზე ვმუშაობთ. გეთანხმებით, რომ მძიმე და მტკივნეული თემაა ქალაქში მოპედებით გადაადგილება. მთავარი პრობლემა არის ის, რომ ვერ ხდება მათი გადაადგილების კონტროლი ვიდეოკამერებით, ვერ ვაჯარიმებთ, აქედან გამომდინარე, თავისუფლად დადიან და სამწუხაროდ, ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები. მალე მოხდება დარეგისტრირება მოპედების და აქედან გამომდინარე, მათაც ექნებათ მართვის მოწმობები ასაღები“, - აცხადებს გომელაური.

რაც შეეხება გარდაცვლილთა სტატისტიკას, შინაგან საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ მონაცემები კატასტროფულად გაზრდილი არ არის.

„მოპედებით გარდაცვალება ნაკლებია. მძლავრ მოტოციკლეტებზე, რომელსაც A კატეგორიის მართვის მოწმობა სჭირდება, უფრო ხშირი შემთხვევებია.

როგორც მახსოვს, კანონპროექტი ორი მოსმენით გატანილია პარლამენტში და მალე დავარეგისტრირებთ“, - განაცხადა გომელაურმა.

ცნობისთვის, შსს მოპედების რეგისტრაციას და მათი მართვის გარკვეულ რეგულაციებში მოქცევას 2019 წლიდან გეგმავს. უწყების ინიციატივა იყო, რომ აღერიცხა მოპედები და ისინი კატეგორიებად დაეყო. რეგულაციებს უნდა დაქვემდებარებოდა იმ მოპედების მართვა, რომლის სიმძლავრეც მოტოციკლს უტოლდება.

ემილ ავდალიანი - დამასკო და მოსკოვი აფართოებენ ურთიერთთანამშრომლობას და ასადის თემა ამ თამაშში სულ უფრო მეტად უმნიშვნელო ხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.10.2025
თბილისში საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია გაიმართა, რომელსაც აჯიბადემის კლინიკათა ქსელიდან მსოფლიოს წამყვანი ორთოპედ-ქირურგი ხელმძღვანელობდა
საქართველოს უნივერსიტეტი ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღის აღნიშვნას უერთდება