შს მინისტრი - დაკავების დროს დამნაშავეს ცხენებით და ეტლებით ვერ წავიყვანთ, მანქანა გვჭირდება, აქედან გამომდინარე, მანქანები განვაახლეთ

დაკავების დროს დამნაშავეს ცხენებით და ეტლებით ვერ წავიყვანთ, მანქანა გვჭირდება,-ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მან დაადასტურა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ავტოპარკი განაახლა და უწყება კიდევ მეტი ავტომობილის შეძენას გეგმავს.

„კიდევ ბევრი მანქანა უნდა შევიძინოთ, ყველაზე დიდი სამინისტრო ვართ, 30 მანქანა „ზღვაში წვეთია“. არ შეიძლება, პოლიციელმა ფეხით ჩაატაროს ღამით შემოვლები. დაკავების დროს დამნაშავეს უკაცრავად, ცხენებით და ეტლებით ვერ წავიყვანთ, მანქანა გვჭირდება, აქედან გამომდინარე, მანქანები განვაახლეთ. კიდევ უნდა ვიყიდოთ, არა 30, არამედ ასობით მანქანა, რომ ჩვენმა პოლიციელებმა კომფორტულად შეასრულონ თავიანთი უფლება-მოვალეობა. პოლიციელს სჭირდება ფორმა, მანქანა, შეიარაღება. აქედან გამომდინარე, ბევრი კითხვაა ხოლმე, ამდენი პრემია რაში იხარჯება, დიახ, პრემიებს ვაძლევ და უფრო მეტს მივცემ, იქედან გამომდინარე, რომ თითქმის გაორმაგებულია ჩვენი დატვირთვა. ერთ-ერთი მთავარი თემა კრიმინალია, თუმცა მეორე თემა პანდემიასთან ბრძოლაა და ჩვენი თანამშრომლები თითქმის ყოველდღე მუშაობენ, დღე და ღამ გარეთ არიან, აქედან გამომდინარე, ამ ადამიანებს ვახალისებთ“,-განაცხადა გომელაურმა.

მან აღნიშნა, რომ ქვეყანაში კრიმინალი გაზრდილი არ არის.

„სტატისტიკას გადახედეთ და ნახავთ, რომ გაზრდილი არ არის“,-მიმართა გომელაურმა ჟურნალისტებს.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა