მევლუდ მელაძე - დაგვიანებულია, მაგრამ თუ ახლაც არ აღვჭურვეთ სკუტერები სანომრე ნიშნებით და მართვის მოწმობებით, მომავალში კიდევ უფრო მეტი საფრთხე იქნება

დაგვიანებულია, მაგრამ თუ ახლაც არ მივიღეთ ეს კანონი და სკუტერები არ აღვჭურვეთ სანომრე ნიშნებით და მართვის მოწმობებით, მომავალში კიდევ უფრო მეტი და მეტი საფრთხე იქნება, - ამის შესახებ ექსპერტმა ტრანსპორტის საკითხებში, "საქართველოს საავტომობილო ფედერაციის" ვიცე-პრეზიდენტმა მევლუდ მელაძემ "კვირის" პრესკლუბში მოპედებისთვის სავალდებულო რეგისტრაციისა და მართვის მოწმობების შემოღების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს სკუტერის მძღოლი არა ერთი საგზაო შემთხვევის მაპროვოცირებელი და უშუალო მონაწილეა.

„ცოტა დაგვიანებულიც კია იმიტომ, რომ წლების წინ, როდესაც სკუტერების შემოდინება აქტიურად დაიწყო, მაშინვე ვთქვით, რომ საჭიროა ამ სატრანსპორტო საშუალებების სანომრე ნიშნებით აღჭურვა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებს ჰქონოდა იმის საშუალება, რომ მინიმუმ სცოდნოდათ ვისია და მოეხდინათ იდენტიფიცირება სატრანსპორტო საშუალების. მართვის მოწმობის გარეშე ჩვენ დღეს ქუჩებში მივიღეთ ის, რაც მივიღეთ, რადგან სკუტერის მძღოლს არანაირი პასუხისმგებლობა არ აქვს. იმ მომენტისთვის არაპოპულარულად გამოიყურებოდა სკუტერების სანომრე ნიშნებით აღჭურვა და მათთვის მართვის მოწმობის შემოღება, რადგან ძალიან მცირე რაოდენობა იყო და საფრთხესაც თითქოს არ წარმოადგენდა, მაგრამ დღეს უკვე მივიღეთ ის, რომ ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენს და არა ერთი საგზაო შემთხვევის მაპროვოცირებელი და უშუალო მონაწილეა სკუტერის მძღოლი. ვფიქრობ, რომ გაბედული ნაბიჯია, იმიტომ რომ დღეს უკვე მტკივნეული არის ამ თემის შემოღება, რადგან ძალიან დიდი მასა სკუტერის მძღოლების არ ფლობს მართვის მოწმობას და ისინი სწორედ სკუტერით მუშაობით გამოიმუშავებენ ოჯახისთვის სარჩოს და რა თქმა უნდა, მტკივნეული საკითხია, მაგრამ აუცილებელია, რადგან თუ ახლაც არ მივიღეთ ეს კანონი და სკუტერები არ ავღჭურვეთ სანომრე ნიშნებით და მართვის მოწმობებით, მომავალში კიდევ უფრო მეტი და მეტი საფრთხე იქნება", - განაცხადა მელაძემ.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა