სალომე სამადაშვილი - პრეზიდენტს გავაცანი ჩემი არგუმენტაცია, რატომ მიმაჩნია სწორად, ვეტოს გამოყენებით მოხდეს „ადმინისტრციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების კანონპროექტის თავიდან განხილვა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, პრეზიდენტთან შეხვედრისას ისაუბრეს როგორც „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების კანონპროექტთან დაკავშირებით, ასევე ამნისტიის კანონზე და შარლ მიშელის დოკუმენტის განხორციელების შესახებ.

როგორც სამადაშვილმა პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სალომე ზურაბიშვილს გააცნო საკუთარი არგუმენტაცია, რატომ ფიქრობს, რომ „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების კანონპროექტს ვეტო უნდა დაედოს.

„გვქონდა საქმიანი საუბარი. ვისაუბრეთ როგორც „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით, გავაცანი ჩემი არგუმენტაცია, რატომ მიმაჩნია სწორად, რომ ვეტოს გამოყენებით მოხდეს ამ კანონპროექტის თავიდან განხილვა და ცვლილებებზე საფუძვლიანი მსჯელობა, ასევე გვქონდა საუბარი შარლ მიშელის შეთანხმების მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ვისარგებლე შემთხვევით და პრეზიდენტს გავაცანი ჩვენი შეფასებები ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით, რა არის ძირითადი განსხვავებები მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის ამ საკითხთან დაკავშირებით, როგორ ვხედვათ დაგეგმილ სამუშაოებს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებასთან დაკავშირებით. ასე რომ, ვისარგებლე შემთხვევით და საუბრი გვქონდა ზოგადად შეთანხმების შესრულებაზე“,- განაცხადა სამადაშვილმა.

იხილეთ ვიდეო:ოპოზიცია "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებების ვეტოზე საუბრობს

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა