დავით მათიკაშვილი - ღირსეული კანდიდატები შეირჩევიან, რომ თვითმმართველობის არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ დამაჯერებლად გაიმარჯვოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით მათიკაშვილის შეფასებით, თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ მხრიდან ღირსეული კანდიდატები შეირჩევიან, რომლებსაც საზოგადოების მხარდაჭერა ექნებათ. როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, თვითმმართველობის არჩევნებზე გამოჩნდება, საზოგადოება ვის უჭერს მხარს.

„ცხადია, თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება დაწყებულია, ის სულ მალე აქტიურ ფაზაში გადავა, ხდება წინასაარჩევნო პროცესების პარტიული კუთხით მართვა, კანდიდატების შერჩევის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი. ჩვენ, ისევე, როგორც ყოველთვის, ვაპირებთ, შევარჩიოთ ძალიან ღირსეული კანდიდატები, რომლებიც გამორჩეული იქნებიან ჩვენს საზოგადოებაში. ისინი აუცილებლად მიიღებენ საზოგადოების მხარდაჭერას. არჩევნები არის რეიტინგის საუკეთესო საზომი ჩვენს საზოგადოებაში. ასე, რომ კიდევ ერთხელ გამოჩნდება თვითმმართველობის არჩევნებზე, საზოგადოება ვის უჭერს მხარს“, -განაცხადა მათიკაშვილმა.

რაც შეეხება თბილისის მერის კახა კალაძის კანდიდატურას, როგორც დავით მათიკაშვილი განმარტავს, „როგორც კახა კალაძე, ასევე, სხვა ძალიან ღირსეული კანდიდატები შეირჩევიან იმისთვის, რომ ისე, როგორც 2012 წლიდან ხდებოდა, თვითმმართველობის არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ დამაჯერებლად გაიმარჯვოს“.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს