გიორგი ვაშაძე არჩევნებში თბილისის მერობის კანდიდატად საკუთარი კანდიდატურის დაყენებას არ აპირებს

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის მერობის კანდიდატად ის საკუთარი კანდიდატურის დაყენებას არ აპირებს.

როგორც ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მესამე პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბება იქნება.

"ნიკა მელიას გამოსვლამდე არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ მაიძულეს რომ ეს არის სწორი და ეს არის ერთადერთი გამარჯვების სტრატეგია. დინების საწინააღმდეგოდ ვისაც უნდა სვლა და 9 წლის მანძილზე რა სტრატეგიითაც არის წაგებული 7 არჩევნები, ისევ იმ სტრატეგიაში ვინც აპირებს ჩარჩენას, მისი გადასაწყვეტია. იმდენი ხალხი მეკონტაქტება მესამე ცენტრთან დაკავშირებით, მე თვითონ გაოცებული ვარ. ვფიქრობ, ამას აქვს ძალიან, ძალიან დიდი პერსპექტივა. ვინ მეკონტაქტება, ამას დრო გვიჩვენებს",- განაცხადა ვაშაძემ.

კითხვაზე: გიხილავთ თუ არა მერობის კანდიდატად? ვაშაძემ უპასუხა, რომ დიდი ალბათობით, არა! „თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილებებს ვერ ვიტყვი, ჩემს პოლიტსაბჭოსთან უნდა იყოს განხილული ეს საკითხი, სადაც არის განსხვავებული აზრები. მაგრამ ვფიქრობ, ახლა ის დროა, ცოტა ჩემს პერსონალურ და ჩემი გუნდის როლს ვხედავ იმაში, რომ მაინცდამაინც ჩვენ კი არ ვიყოთ ყველგან, ჩამოვაყალიბოთ კარგი, მძლავრი გაერთიანება. ჩემთვის გამარჯვება არის საქართველოს გამარჯვება და არა პერსონალურად ჩემი გამარჯვება.

პირდაპირ ვამბობ, რომ თუ კარგი გუნდი ჩამოყალიბდა, მე მზად ვარ, ამბიციები უკან გადავწიო და შტაბის უფროსად დავუდგე მესამე ცენტრს, ყველა იმ კანდიდატს, ვინც უნდა მოიგოს საქართველოს მასშტაბით",- განაცხადა ვაშაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს