იაგო ხვიჩია - ვეტო თუ არ იქნება, მოგვიწევს გამკაცრებული საბჭოთა კანონის პირობებში ცხოვრება - კანონპროექტების კანონპროექტებით დათრგუნვა, ქართული პარლამენტარიზმის ერთგვარი სტილია

კანონპროექტების კანონპროექტებით დათრგუნვა, როგორც ჩანს, ქართული პარლამენტარიზმის ერთგვარი სტილია,- ასე ეხმიანება "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია ოპოზიციის ნაწილის ინიციატივას, რომ მათ შესაძლოა, პარლამენტში „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების ალტერნატიული კანონპროექტი დაარეგისტრირონ.

მისი თქმით, საჭიროა პოზიციების დაახლოება და არა ყველაფერზე ალტერნატიული დოკუმენტის შემოტანა.

"მე მგონია, რომ ჩვენ უნდა შევძლოთ ერთმანეთთან საუბარი, რომ ერთიან დოკუმენტზე შევთანხმდეთ და არა ისე, რომ ყველაფერზე, რაც არ მოგვეწონება, ჩვენ ჩვენი დოკუმენტებით და კანონპროექტებით ვიაროთ, ეს ჩემთვის ცოტა გაუგებარია. ვეტო თუ არ იქნება, მოგვიწევს კიდევ უფრო მეტად გამკაცრებული საბჭოთა კანონის პირობებში ცხოვრება,"- განაცხადა ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა გასულ კვირას დაჩქარებული წესით დაამტკიცა ცვლილებები საქართველოს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ და გაამკაცრა პასუხისმგებლობის ზომები წვრილმანი ხულიგნობის განმეორებით ჩადენასა და სამართალდამცველთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაზე. კანონს პრეზიდენტის ხელმოწერა სჭირდება, რის შემდეგაც ძალაში შევა.

ოპოზიცია აღნიშნულ კანონპროექტს მკაცრად აკრიტიკებს, რადგან მათივე შეფასებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე სანქციის გამკაცრება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ისახავს მიზნად.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს