ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით მმართველ გუნდსა და ოპოზიციაში განსხვავებული პოზიციებია.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილი კანონპროქტი თანხვედრაშია მედიატორ შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტთან.
"ნიკა მელიას გათავისუფლების ის ეტაპი, რომელზეც ახლა საუბარი გვაქვს, ეხება გირაოთი პატიმრობის ჩანაცვლებას, ამ შემთხვევაში ვერ იქნება განხილული, როგორც ალტერნატივა ამნისტიის განხილვისთვის. ამნისტიის კანონპროექტი ამისგან დამოუკიდებელია და უკვე იმ სტადიას არეგულირებს, როდესაც გამამტყუნებელი ან გამამართლებელი განაჩენი უნდა მიიღოს სასამართლომ არსებითად, შესაბამისად, ეს სხვა საკითხია. რაც შეეხება საკითხს იმის შესახებ, რომ არსებობს განსხვავებული მოსაზრებები პარლამენტში შემოსულ ოპოზიციის ნაწილსა და მმართველ პარტიას შორის ამნისტიასთან დაკავშირებით, ეს ნამდვილად ასეა. ორი კანონპროექტია ინიცირებული. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სწორია ის პოზიცია, რომელიც ასახულია და გადმოცემულია "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილ კანონპროექტში, ვინაიდან, ეს ყველაზე მეტად ახლოა იმ შინაასთან და იმ პრინციპებთან, რომელსაც შარლ მიშელის დოკუმენტი აერთიანებს. იქ მითითებულია ყველა სამართალდამრღვევის გათავისუფლებაზე და იმის თაობაზე, რომ ამით უნდა გადაიფურცლოს ისტორიის ეს ეტაპი. ძალიან მნიშვნელოვანია ან პათოსის მიხედვით ვიმსჯელოთ და ნუ გავხსნით ხელახლა დისკუსიებს იმ თემებთან დაკავშირებით, რაც შესაძლოა საწინააღმდეგო იყოს იმ იდეის, რასაც 19 აპრილს მიღწეული დიდი პოლიტიკური შეთანხმება გვთავაზობს",-განაცხადა სარჯველაძემ.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"