რუსთავის ციხესთან ნიკა მელიას გათავისუფლებას მხარდამჭერები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ელოდებიან

რუსთავის ციხესთან, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია იმყოფება ნიკა მელიას მხარდამჭერები და სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წევრები არიან შეკრებილები.

ისინი ელოდებიან იმას, თუ როდის დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას ნიკა მელია.

როგორც ცნობილია მისი აღკვეთი ღონისძიების შეცვლის თაობაზე უკვე მიიღო გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრი აკაკი მინაშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებას წარმატებულს უწოდებს და აცხადებს, რომ ეს იყო საზოგადოების, პარტნიორებისა და მოქალაქეების ბრძოლის შედეგი.

"ნიკა მელიას გამოსვლა იქნება ახალი ბიძგი და ენერგია ამ ბრძოლისთვის", - აცხადებს მინაშვილი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ნინო ჩახნაშვილის გადაწყვეტილებით, ნიკა მელია მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 40 000-ლარიანი გირაოთი შეიცვალა.

ნიკა მელია გირაოს თანხა - 40 000 ლარი ევროკავშირმა ორი დღის წინ გადაიხადა. აღნიშნული თანხა „ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის“ (European Endowment for Democracy) გამოყო და ხელისუფლებას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გადასცა.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა