საქართველოს პრეზიდენტი ჩრდილოეთ მაკედონიაში მოღვაწე სპორტსმენებსა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი ჩრდილოეთ მაკედონიაში ვიზიტის ფარგლებში, ჩრდილოეთ მაკედონიაში მცხოვრებ ქართველ სპორტსმენებსა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი შეეხო ქართულ სპორტსა და კულტურაში არსებულ სირთულეებსა და პერსპექტივებს.

„მე, როგორც კულტურისა და სპორტის მინისტრს მიხარია ამგვარი შეხვედრები, უცხოეთში როდესაც ვხედავ, ჩვენი ხელოვანები, სპორტსმენები არიან წარმატებულები. მაგრამ, მიუხედავად ამისა, შერეული გრძნობებიც მაქვს და მიზნად ვისახავ, როგორც მთავრობის წარმომადგენელი, ის რეფორმები და სიახლეები გატარდეს ჩვენს ქვეყანაში, რომ ყველა ხელოვანი და სპორტსმენი, ვინც წავა ქვეყნის გარეთ, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, სურდეს დაბრუნდეს საქართველოში და ის გამოცდილება, რასაც უცხოეთში მიიღებს ქართულ კულტურასა და ქართული სპორტის განვითარებას მოახმაროს“, - განაცხადა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება