ნუგზარ წიკლაური - სალომე სამადაშვილს უნდა მცირედ მაინც შეინარჩუნოს რაღაც ყურადღება, რომელიც დროთა განმავლობაში უცილობლად დააკლდება

სალომე სამადაშვილმა ხელი მოაწერა ისეთ დოკუმენტს, რომლის წინააღმდეგ "ნაციონალური მოძრაობა" გამოდიოდა. მე მგონი, მის პოლიტიკურ სახეზე ყველაზე კარგად მეტყველებს ასეთი გადაწყვეტილება, - ასე აფასებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნუგზარ წიკლაური ყოფილი თანაპარტიელის სალომე სამადაშვილის "ფეისბუქზე" დაწერილ კომენტარს, რომლის მიხედვითაც "ნაციონალური მოძრაობა ინტელექტისგან დაცლილი პარტიაა".

ნუგზარ წიკლაური სამადაშვილის ამ მოსაზრებას ეპატაჟურ გამოხტომას უწოდებს და მიიჩნევს, რომ ამით ყოფილ თანაპარტიელს ყურადღების შენარჩუნება სურს.

"როგორც ჩანს, ქალბატონი სალომეს წასვლამ გამოიწვია "ინტელექტისგან დაცლა" იმიტომ, რომ ორი კვირის წინ ასეთი შეფასებები მისგან არ მსმენია. სიმართლე არის ის, რომ ამ ადამიანს "ნაციონალური მოძრაობა" ენდო და ის იყო ჩვენი პარტიის წარმომადგენელი ძალიან მნიშვნელოვან მოლაპარაკებებზე. მოხდა გაუგონარი ამბავი, რომ ამ წარმომადგენელმა იმის გათვალისწინების გარეშე, თუ რა იყო მთელი პარტიის პოზიცია ხელი მოაწერა ისეთ დოკუმენტს, რომლის წინააღმდეგ გამოდიოდა "ნაციონალური მოძრაობა". მე მგონი, მის პოლიტიკურ სახეზე ყველაზე კარგად მეტყველებს ასეთი გადაწყვეტილება. მე არც მახსენდება ისეთი შემთხვევა, რომ ვიღაცა შენი სახელით იყოს მოლაპარაკებებზე და მერე გადადიოდეს სხვა პოზიციაზე და მერე კიდევ აქეთკენ უნდოდეს ქვების სროლა. საერთოდ, "ნაციონალური მოძრაობიდან" რამდენიმე წასულმა ადრეც გადაწყვიტა,იმის მაგივრად,რომ გაჩუმებულიყო, ქვები ესროლა პარტიისთვის, რომლის მეოხებითაც ორჯერ გახდა პარლამენტის წევრი.მათი სახელები დღეს არავის ახსოვს და ღრმად ვარ დარწმუნებული,რომ ქალბატონი სალომეს სახელიც ზუსტად ასე მიეცემა დავიწყებას. ეს ეპატაჟური გამოხტომები და შეურაცხმყოფელი განცხადებები მეტყველებს მხოლოდ იმაზე, რომ მას უნდა მცირედ მაინც შეინარჩუნოს რაღაც ყურადღება,რომელიც უცილობლად დააკლდება დროთა განმავლობაში", - აცხადებს წიკლაური.

იხილეთ ვიდეო:ნუგზარ წიკლაურს არ სურს შეუერთდეს პოლიტიკურ პარტიებს, რომლებმაც უპრინციპო ნაბიჯი გადადგეს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა