ბადრი ჯაფარიძე - „სტრატეგია აღმაშენებლისთვის“ შეთავაზება არ გაგვიკეთებია - ჩვენ ვიცით, რომ ამ პარტიის წარმომადგენლები ზრუნავენ თავიანთი ფრაქციის შექმნაზე

პირდაპირ გეტყვით, „სტრატეგია აღმაშენებლისთვის“ შეთავაზება არ გაგვიკეთებია - ჩვენ ვიცით, რომ ამ პარტიის წარმომადგენლები ზრუნავენ თავიანთი ფრაქციის შექმნაზე, - ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მიუხედავად ამისა, როგორც ის აღნიშნავს, შესაძლოა, მათი ფრაქციის წევრთა რაოდენობა გაიზარდოს.

„ჩვენ ვაგრძელებთ მათთან სწორედ ისეთ ურთიერთობას, როგორიც გვქონდა აქამდე. ჩვენ ჩავთვალეთ მიზანშეწონილად ამ ფრაქციის ჩამოყალიბება. აქ ვართ ამჯერად 7 წევრი, შესაძლებელია, რა თქმა უნდა, რომ ეს რაოდენობა გაიზარდოს,“ - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ცნობისათვის, პარლამენტში ახალი ფრაქცია "ლელო - პარტრიორობა საქართველისთვის" იქმნება, სადაც ლელოს წევრების გარდა, წარმოდგენილნი იქნებიან დეპუტატები: სალომე სამადაშვილი, შალვა შავგულიძე და არმაზ ახვლედიანი.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს