პროკურორებისთვის თემაზე „საერთაშორისო თანამშრომლობა სისხლის სამართლის საკითხებში“ სწავლება ჩატარდა

ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ორგანიზებით, პროკურორებისთვის თემაზე „საერთაშორისო თანამშრომლობა სისხლის სამართლის საკითხებში“ სწავლება ჩატარდა, რომელსაც პროკურორი ტრენერები უძღვებოდნენ.

პროკურატურის ინფორმაციით, მონაწილეებმა სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ფუნდამენტურ პრინციპებზე, სამართლებრივ ჩარჩოებსა და ინსტრუმენტებზე ინფორმაცია მიიღეს.

მათივე ცნობით, სწავლების მონაწილეებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა ექსტრადიცია, საერთაშორისო თანამშრომლობა, მსჯავრდებულთა გადაყვანა, სამართალდამრღვევთა ზედამხედველობა, სისხლისსამართლებრივი განაჩენების საერთაშორისო მოქმედება, ასევე სამართალწარმოების გადაცემა, ყადაღის დადება და შემოსავლების კონფისკაცია.

როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სწავლების ფარგლებში ასევე, მტკიცებულებების შეგროვების ღია წყაროების, უცხო ქვეყნებთან თანამშრომლობის არსებული სქემების, საგამოძიებო მოქმედებების სპეციფიკისა და ექსტრადიციის შესახებ პატიმრობის გამოყენების ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებზე იმსჯელეს.

პროკურატურის ინფორმაციით, ტრენერმა პროკურორებმა კოლეგებს გააცნეს საერთაშორისო თანამშრომლობის ისეთი ქსელები, როგორიცაა EUROJUST და EUROPOL, მიმოიხილეს პროკურორების წინაშე არსებული ძირითადი გამოწვევები ექსტრადიციის შემთხვევებთან დაკავშირებით და მათი გადაჭრის გზები განიხილეს.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს