განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით 15 299 პირველკლასელი დარეგისტრირდა

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაციის პირველი დღე ქვეყნის მასშტაბით ყოველგვარი ტექნიკური ხარვეზის გარეშე წარიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე http://registration.emis.ge-ზე 13 მაისის 6 საათის მონაცემებით, საქართველოს 2085 საჯარო სკოლაში 15299 მოსწავლე დარეგისტრირდა.

უწყების ინფორმაციით, პირველკლასელთა რეგისტრაცია 5 ივნისს დასრულდება, ხოლო 8 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა განხორციელდება. შეგახსენებთ, რომ დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

ცნობისათვის, სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია ოთხ ეტაპად მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე სკოლებში 472 მოსწავლე, ხოლო მეორეზე 21 998 მოსწავლე დარეგისტრირდა. საყოველთაო რეგისტრაციისთვის სკოლებში 61 555 ვაკანტური ადგილი იყო. მესამე ეტაპის საბოლოო შედეგები 5 ივნისს გახდება ცნობილი, რის შემდეგაც 24 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით, სკოლებში რეგისტრაციის ბოლო, IV ეტაპი განხორციელდება.

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს