რუსლან აბაშიძე იაპონიის ელჩთან ერთად ფოცხოეწერში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, იაპონიის ელჩ იმამურა აკირასთან ერთად, ფოცხოეწერში კომპაქტურად ჩასახლებულ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას შეხვდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ცნობით, შეხვედრაში, ასევე, სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მალხაზ თორია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

მათი განმარტებით, აფხაზეთიდან დევნილებმა სტუმრებს ჩასახლებაში არსებული პრობლემები და საჭიროებები გააცნეს.

„შეხვედრაზე ისაუბრეს იაპონიის საელჩოს მხარდაჭერით სხვადასხვა მიმართულებით მცირემასშტაბიანი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ფოცხოეწერში ჩასახლებული დევნილების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას და ცხოვრების ხარისხს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.07.2025
ევექსი იცავს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის მაღალ ხარისხს