შალვა პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციასთან შეხვედრაზე საარჩევნო რეფორმების საკითხთან დაკავშირებით საბოლოო დოკუმენტზე შეთანხმდებიან

უმრავლესობის წევრს შალვა პაპუაშვილს აქვს მოლოდინი, რომ ოპოზიციასთან შეხვედრაზე დღეს საარჩევნო რეფორმების საკითხთან დაკავშირებით საბოლოო დოკუმენტზე შეთანხმდებიან.

როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, არ არსებობს საკითხი, რომელზე შეთანხმება შეუძლებელია.

„ის სულისკვეთება, რომელიც ამ შეხვედრებზე სუფევდა, მაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ დღეს შევთანხმებით კანონპროექტის საბოლოო ვერსიაზე. არ არის საკითხი, რომელზე შეთანხმება შეუძლებელია, ამიტომ სწორედ იმ საერთო სულისკვეთებიდან გამომდინარე, რომელიც პარტიებს შორის თანამშრომლობის კუთხით არსებობს, ვფიქრობ, დღეს შევთანხმდებით და გადავალათ საკომიტეტო მოსმენაზე“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

უმრავლესობის წევრებსა და საპარლამენტო ოპოზიციას შორის საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით შეხვედრა მიმდინარეობს. როგორც გუშინ გამართული შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, დარჩა საკითხები, რაზეც საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე მხარეებმა მსჯელობა უნდა განაგრძონ. შეჯერებული დოკუმენტი კი ვენეციის კომისიას მომავალ კვირაში გადაეგზავნება.

07.07.2025 / 08:38

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს