ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის საკითხზე  სავარაუდოდ, ორშაბათს შეთანხმდებიან და პრინციპული საკითხები შეუთანხმებელი აღარ დარჩება

შარლ მიშელის დოკუმენტით ნაკისრი ვალდებულებები რაც არის „ქართული ოცნება" ამ შეთანხმების ერთგული რჩება. საუბარია, რომ ოპოზიციურ პარტიებს უნდა ჰყავდეთ მოადგილე, ეს იქნება გარანტირებული, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით უმრავლესობისა და ოპოზიციის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი შეხვედრის ფარგლებში პოზიციები კიდევ უფრო დაახლოვდა.

"ჩვენი ამოსავალი პრინციპია, რომ მალე დავასრულოთ ეს მოლაპარაკებები, გადავიდეთ საკომიტეტო მოსმენაზე და დამატებით, შინაარსობრივ საკითხებზე მსჯელობა გავაგრძელოთ კომიტეტის ფარგლებში. რაც შეეხება მოადგილის საკითხს, ამასთან მიმართებაში ჩვენ ვერსიად განვიხილეთ ის, რომ შესაძლებელია იყოს ორი მოადგილე, აქაც საკითხი დგას ისე, რომ ერთი იყოს პროფესიული ნიშნით შერჩეული, უფრო მეტი კვალიფიკაციის და ერთი იყოს ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფების მიერ წარდგენილი. მოვალეობის შესრულების საკითხი ისევ დგას ობიექტურ კრიტერიუმზე, რომ მოვალეობის შემსრულებელი უნდა იყოს პროფესიული ნიშნით შერჩეული ადამიანი. ამ საკითხთან დაკავშირებით კონტრარგუმენტი არ არსებობს, ვერავინ იტყვის კონტრარგუმენტს თუ რატომ არ უნდა იყოს ეს ასე. ამიტომ, სხვა საკითხთან დაკავშირებით უკვე დეტალები და ნიუანსებია,სადაც შეთანხმების მიმართებით წინ წავიწიეთ", - განაცხადა ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, ასევე დარჩა ძალიან ბევრი კომპლექსური საკითხი, რომელსაც სჭირდება დამატებითი მსჯელობა საკომიტეტო ფარგლებში.

"ამიტომ შევთანხმდით, რომ იქნება საკითხები, რასაც გადავიტანთ საკომიტეტო მოსმენის ფარგლებში, თუმცა, მოადგილის საკითხთან დაკავშირებით საბოლოოდ შევჯერდებით კიდევ ერთ შეხვედრაზე, ალბათ ორშაბათს. პრინციპულ საკითხები შეუთანხმებელი აღარ დარჩება. შარლ მიშელის დოკუმენტით ნაკისრი ვალდებულებები რაც არის, "ქართული ოცნება" ამ შეთანხმების ერთგული რჩება. საუბარია, რომ ოპოზიციურ პარტიებს უნდა ჰყავდეთ მოადგილე, ეს იქნება გარანტირებული. მოვალეობის შემსრულებელი ვინ უნდა იყოს ცესკო-ს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, უნდა იყოს პროფესიული ნიშნით შერჩეული, ეს კრიტერიუმები ისევ ძალაშია. ვფიქრობ, რომ ამ კრიტერიუმებს დავტოვებთ ისევ ძალაში და არ იქნება სპეკულაციები. დანარჩენს უკვე გაავიტანთ საკომიტეტო მოსმენის ფარგლებში", - განაცხადა ოხანაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა