ხათუნა სამნიძე - დღეს, დღის წესრიგში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხებია საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება და მოადგილესთან დაკავშირებული შეკითხვები, რომელიც არის საზოგადოებაში

პარლამენტის დეპუტატის ხათუნა სამნიძის განცხადებით, „საარჩევნო კოდექსთან" დაკავშირებით დღეს დღის წესრიგში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები არის ადმინისტრაციის დაკომპლექტება და მოადგილესთან დაკავშირებული შეკითხვები. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„დღეს არის საბოლოო შეხვედრა, იქამდე სანამ დოკუმენტის საბოლოო, შეთანხმებული ვერსია ვენეციის კომისიაში არ გაიგზავნება. ჩვენ, ხელმომწერ ოპოზიციურ პარტიებს გვაქვს კიდევ ერთი კონსულტაცია, ერთმანეთთან პოზიციების შეჯერება. არის რამდენიმე საკითხი, რომელიც ბოლო შეხვედრაზე გაჟღერდა, გვინდა ეს კიდევ ერთხელ გავიაროთ და "ქართულ ოცნებას" შევთავაზოთ. დღეს დღის წესრიგში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები არის ადმინისტრაციის დაკომპლექტება და მოადგილესთან დაკავშირებული შეკითხვები, რომელიც არის საზოგადოებაში. მოადგილესან დაკავშირებით მკაფიო ჩანაწერია, რომ მოადგილე უნდა იყოს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელი, ამიტომ აქ საკამათო არაფერია. შევთანხმდით, რომ აუცილებლად იქნება ასე. შემოთავაზებულია ვერსია, რომ იყოს კიდევ ერთი პროფესიული ნიშნით შერჩეული მოადგილე, ცესკოს წევრი, რომელსაც აქვს ისეთივე მაღალი ლეგიტიმაცია, როგორიც აქვს ცესკოს თავმჯდომარეს. აქ მე ვერ ვხედავ რაიმე ტიპის უთანხმოების მიზეზს. იმედი მაქვს, რომ დღეს საბოლოოდ შევთანხმდებით. რაც შეეხება დაკომპლექტებას, აქ არის სპეციალური წესი, რომელიც ამ არჩევნების შემდეგ გავრცელდება და ზოგადი წესი, რომელიც დაკავშირებული იქნება იმასთან, რომ ადმინისტრაციაში იმ პარტიებს ეყოლებათ წარმომადგენელი, რომლებმაც ბარიერი გადალახეს.

რაც შეეხება „ევროპელი სოციალისტებისთვის" ცესკოში წევრის დამატების საკითხს, ეს ჩანაწერი არასამართლიანია და ამის ნორმად ქცევა არ მიმაჩნია სწორად. თუმცა, ბოლო შეხვედრაზე შემოგვთავაზა „ოცნებამ", რომ ეს იყოს გარდამავალ დებულებაში და გავრცელდეს მხოლოდ ერთჯერადად, რაც ნიშნავს, რომ ეს მხოლოდ ერთ სუბიექტზე იქნება მორგებული. წევრების ოდენობის გაზრდა ვერ მოხდება, რადგან წევრთა ოდენობა - 17, შარლ მიშელი დოკუმენტითაა ფიქსირებული.“ევროპელი სოციალისტების" ცესკო-ში წევრი, გულისხმობს იმას, რომ "პატრიოტთა ალიანსს" წევრი აღარ ეყოლება. მე ვარ ამ ჩანაწერის კატეგორიული წინააღმდეგი და მხარს არ დავუჭერ "- განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა