მამუკა მდინარაძე დმანისზე - ადამიანთა ჯგუფები ცდილობდნენ კონფლიქტი ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაეზარდათ, რაც დაუშვებელია - საბედნიეროდ, უკვე დაბეჯითებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრობლემა აღმოიფხვრა

ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, დმანისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით იყო მცდელობა, რომ კონფლიქტი ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაზრდილიყო.

როგორც მან პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, არსებობს ისეთი მგრძნობიარე საკითხები, როგორიც ეთნიკურ თემებს უკავშირდება და აქ ყველა ადამიანი, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებისა, ერთად უნდა იდგეს.

„საბედნიეროდ, ამ საღამოს უკვე დაბეჯითებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრობლემა აღმოიფხვრა, ეს ძალიან კარგია. რომელიმე ადამიანის დაკავება ან არდაკავება ამ პრობლემას გუშინ აღმოფხვრიდა თუ არა, ამის თქმა ძალიან რთულია. გამოჩნდნენ ადამიანთა ჯგუფები ცდილობდნენ, ეს კონფლიქტი გადაეზარდათ ეთნიკურ დაპირისპირებაში და ეს ელფერი მისცემოდა, რაც დაუშვებელია. ნებისმიერი ადამიანი, რომელი პოლიტიკური შეხედულების არ უნდა იყოს, უნდა ცდილობდეს ასეთ კრიტიკულ და რისკიან სიტუაციებში დადგეს ხელისუფლების, პოლიციის ან ვინმეს მხარეს კი არა, სიმართლის და გადაწყვეტის გზების ძიების მხარეს, რომ ასეთი სახე არ მიიღოს, რისი სერიოზული რისკიც დღეს გაჩნდა. ამის ნაცვლად, ისინი უფრო აღრმავებდნენ ამას. ამ წუთასაც კი, ტელევიზიებში მიმდინარეობს ერთი აზრის გახმოვანება და მოგვარებული პრობლემის მიუხედავად, ისინი ცდილობენ ამ პრობლემის გაღრმავებას. არსებობს საკითხები, რომელიც არის ძალიან სენსიტიური, რომელიც საჭიროებს ერთად დგომას, მიუხედავად რომელიმე ადამიანის სუბიექტური პოლიტიკური შეხედულებებისა და აქ ერთად უნდა დავდგეთ. ეს კიდევ უფრო გაამარტივებს პრობლემის გადაჭრას“,-განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, დმანისში დაპირისპირებული მხარეების შეხვედრა კონფლიქტის დასრულებაზე შეთანხმებით დამთავრდა. მხარეები დმანისის მერიის შენობაში იმყოფებოდნენ, სადაც შერიგების ნიშნად ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?