კომპანია “IDS ბორჯომი“ - ვადასტურებთ მზადყოფნას, დავუკმაყოფილოთ გაფიცულ თანამშრომლებს ხელფასების ზრდის მოთხოვნა

კომპანია „IDS ბორჯომი საქართველო“ კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას, დაუკმაყოფილოს გაფიცულ თანამშრომლებს ხელფასების ზრდის მოთხოვნა, მათთვის ბოლო შეხვედრაზე გაჟღერებული კიდევ უფრო გაუმჯობესებული პირობებით. ამის შესახებ მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

კომპანია წარმოების დროებით შეჩერების მიზეზებს განმარტავს და აღნიშნავს, რომ უკანონო ქმედებები, რომელსაც ადგილი ჰქონდა აქციაზე, საფრთხეს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას.

„უნდა აღვნიშნოთ, რომ კომპანიის ხელმძღვანელობასთან თანამშრომლების პირდაპირი მოლაპარაკება სამწუხაროდ, შეუძლებელია გაფიცვების ორგანიზატორი, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფესიული კავშირის დესტრუქციული ქმედებების გამო, რომელიც უკრძალავს ჩვენს თანამშრომლებს დამსაქმებლებთან შეხვედრას მისი ჩართულობის გარეშე, რაც კომპანიისთვის კატეგორიულად მიუღებელია. გვსურს კიდევ ერთხელ და ცხადად განვმარტოთ კომპანია IDS „ბორჯომი საქართველოს“ პოზიცია-ბორჯომის ქარხნებში წარმოების პროცესი დროებით შევაჩერეთ, რადგან უკანონო ქმედებები, რომელსაც ადგილი ჰქონდა აქციაზე, საფრთხეს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას.

გზების უკანონო ბლოკირება პროვოცირებული და ორგანიზებული იყო აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფესიული კავშირის თავმჯდომარის - გიორგი დიასამიძის მიერ. მიგვაჩნია, რომ დიასამიძე მოქმედებს მხოლოდ პირადი ინტერესებიდან გამომდინარე და არ ზრუნავს ჩვენი თანამშრომლების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე, სწორედ ამიტომ მივიჩნევთ, რომ მისი მონაწილეობა პროცესის წარმატებით დასრულებას ხელს შეუშლის. ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდით და ვსაუბრობთ ჩვენს თანამშრომლებთან, მათ შორის პროფკავშირებში გაერთიანებულებთანაც და ახლაც ნებისმიერ დროს მზად ვართ შესახვედრად და მოსალაპარაკებლად“, - აღნიშნულია კომპანია "IDS ბორჯომი საქართველოს“ განცხადებაში.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა