იაგო ხვიჩია - პარტიებისთვის რთული იქნება ვიპოვოთ ადამიანი, რომელსაც ვენდობით და შემდეგ ვთხოვოთ, რომ ტრენინგი გაიაროს, ასეთი ადამიანი ფაქტობრივად ვერ გვეყოლება, ვერ ვიპოვით

ვფიქრობ, ეს კანონპროექტი პრინციპულად ასახავს იმ სულისკვეთებას, რომელიც შარლ მიშელის დოკუმენტით გვაქვს, თუმცა შეიძლება იყოს საკითხები, რომელზეც ჩვენ დისკუსია უნდა გვქონდეს, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე განაცხადა, სადაც „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს განიხილავენ.

იაგო ხვიჩიას შეფასებით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სერტიფიკატი როგორც პარტიული ნიშნით, ასევე პროფესიული ნიშნით შესულ წევრებს მოეთხოვებათ, რაც პარტიებისთვის „ზედმეტი ტვირთი იქნება“. როგორც ხვიჩიამ განმარტა, პოლიტიკური პარტიებისთვის რთული იქნება იპოვონ ადამიანი, რომელსაც ენდობიან და ამის შემდეგ სთხოვონ, რომ ტრენინგი გაიაროს. მისივე თქმით, „ასეთი ადამიანი ფაქტობრივად ვერ ეყოლებათ და ვერ იპოვიან“.

,,ყველაზე მნიშვნელოვანი მთელს ამ პროექტში მგონია ის, რომ ჩვენ შევთანხმდეთ საარჩევნო კანონმდებლობაზე და რასაც მივიღებთ, ის კონსენსუსით მივიღოთ. მთელი ამ პროცესის განმავლობაში ჩემი დამოკიდებულება იყო, რომ გვეპოვა შეთანხმების წერტილები. ვფიქრობ, ეს კანონპროექტი პრინციპულად ასახავს იმ სულისკვეთებას, რომელიც შარლ მიშელის დოკუმენტით გვაქვს, თუმცა შეიძლება იყოს საკითხები, რომელზეც ჩვენ დისკუსია უნდა გვქონდეს მთელი ამ პროცესის განმავლობაში.

არის საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული და პარტიული წევრები. ჩვენ საოლქო დონეზე ამ ორ წევრს ერთნაირი სტანდარტით ვუდგებით. ცესკოს სერტიფიკატი მოეთხოვებათ როგორც პროფესიულ წევრებს, ვინც ტექნიკურად პასუხისმგებლები არიან არჩევნების ჩატარებაზე, ასევე პარტიულ წევრებს, რომელთათვის მთავარი მოთხოვნაა, რომ სარგებლობდნენ პოლიტიკური პარტიების ნდობის მანდატით. სადაც ნდობა შემოდის, ვფიქრობ ეს მოთხოვნა იქნება ზედმეტი ტვირთი. პოლიტიკური პარტიებისთვის რთული იქნება ვიპოვოთ ადამიანი, რომელსაც ვენდობით და შემდეგ ვთხოვოთ, რომ ტრენინგი გაიაროს, ასეთი ადამიანი ფაქტობრივად ვერ გვეყოლება, ვერ ვიპოვით“, - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა