აფხაზეთის დღესთან დაკავშირებით დევნილი ბავშვებისთვის შემეცნებით-გასართობი ღონისძიება გაიმართა

„აფხაზეთობის“ კვირეულის ფარგლებში თბილისში, ვარკეთილი 3-ის მე-4 მიკრორაიონში მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოზარდებისთვის შემეცნებით-გასართობი ღონისძიებები გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ა/რ მთავრობა ავრცელებს.

დევნილი ბავშვებისთვის მოეწყო მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა. ბავშვების ხალისიან განწყობაზე იზრუნეს ანიმატორებმა, ილუზიონისტებმა, „დისნეის“ ანიმაციური ფილმებისა და „მარველის“ გმირებმა. ღონისძიების ფარგლებში ბავშვებს ტკბილეული და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი ივანე დოლიძე, აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გოგიტა თედორაძე და სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო პალატის მხარდაჭერით, აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართა.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ