ჯანმო-ს წარმომადგენლის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს იმისთვის, რომ კორონავირუსის პანდემია დაძლეული იყოს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის იმუნიზაციისა და ვაქცინებით მართვადი დაავადებების პროგრამის მენეჯერის სიდართა დატას შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს იმისთვის, რომ კორონავირუსის პანდემია დაძლეული იყოს.

როგორც მან დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, მოსახლეობას ინფორმაცია გამჭვირვალედ მიეწოდება.

„ჩვენ ვადევნებთ თვალყურს იმას, თუ რა გააკეთა საქართველომ კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან. ღიაობა, რომელიც მთავრობას აქვს იმისთვის, რომ მოსახლეობას ინფორმაცია გაუზიაროს, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად გამჭვირვალედ ცდილობენ ამ პროცესის მართვას. კოვიდის დაწყებიდან ძალიან დიდი ძალისხმევა იყო ჩადებული იმისთვის, რომ სამკურნალო დაწესებულებები აღჭურვილი ყოფილიყო შესაბამისად. ის ფაქტი, რომ 4 სხვადასხვა ტიპის ვაქცინა არის დღეს ქვეყანაში და მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი, ეს ნიშნავს იმას, რომ მთავრობამ ამით ძალიან კარგი ჟესტი აჩვენა. მოვისმინე ჩვენი კოლეგებისგან ძალიან ბევრი სხვადასხვა ინფორმაცია. ეს ძალიან კარგი მაგალითია იმისა, რა შეიძლება გაკეთდეს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ბევრ სხვა ქვეყანაშიც. საქართველოს მთავრობამ, სამინისტრომ ძალიან მნიშვნელოვანი ძალისხმევა და ფასდაუდებელი შრომა გაწიეს ამ პროცესის სამართავად“,-განაცხადა დატამ.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს