საქპატენტმა ქვევრის გეოგრაფიული აღნიშვნა დაარეგისტრირა

ღვინის ეროვნულ მუზეუმში, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ თავმჯდომარემ, მინდია დავითაძემ „ქვევრის“ გეოგრაფიულ აღნიშვნად რეგისტრაციის მოწმობას ხელი მოაწერა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქპატენტი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, მოწმობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ლევან დავითაშვილს საზეიმო ვითარებაში გადაეცა.

„ქვევრი“ პირველი არასასურსათო პროდუქტია, რომელიც გეოგრაფიული აღნიშვნების სახელმწიფო რეესტრს დაემატა. მისი გეოგრაფიულ აღნიშვნად რეგისტრაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს მის განსაკუთრებულ კავშირს ჩვენი ქვეყნის ისტორიას, კულტურასა და იდენტობასთან, რაც საერთაშორისო ბაზრებზე ხელს შეუწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციას.

აღსანიშნავია, 2013 წელს, ქვევრში ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს იუნესკოს (UNESCO) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რაც ამ მეთოდის უნიკალურობაზე მიუთითებს და გზავნილია მთელი მსოფლიოსთვის, რომ ღვინო უძველესი ქართული კულტურის შემადგენელი ნაწილია.

გეოგრაფიული აღნიშვნით ნიშანდებული პროდუქცია ბაზარზე სარგებლობს განსაკუთრებულად მაღალი მოთხოვნილებით, რამეთუ პროდუქტი ხასიათდება მაღალი ხარისხით, თვისებებით და რეპუტაციით, რომელიც განპირობებულია რეგიონისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი რესურსითა და ადამიანური ფაქტორით, აქედან გამომდინარე, ქვევრისთვის ამ სტატუსის მინიჭება და სახელმწიფო დონეზე აღიარება, კიდევ უფრო გაზრდის მასზე მოთხოვნას და მის ღირებულებას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, „ქვევრის“ სპეციფიკაციებში მოცემულია ისტორიული და არქეოლოგიური წყაროები, რომლითაც დასტურდება, რომ ქვევრის ტიპის უძველესი ჭურჭელი ძვ. წ. VI-V ათასწლეულებს განეკუთვნება. ქვევრის თვითმყოფადობა არაერთ თანამედროვე კვლევას, ისტორიულ წყაროებს, არქეოლოგიურ არტეფაქტებს ეფუძნება და ქართველი ხალხის ინტელექტის ნაყოფს წარმოადგენს, გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშს, რომელმაც საწარმოო განვითარება ჰპოვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა