ვარლამ გოლეთიანი - დაფინანსებას ემიგრანტების შემოწირული თანხებით ვიღებთ - თუ ხალხმა არ იგრძნო, რომ ეს მისი გასაკეთებელი საქმეა, აქ ჩემოდნებით მოტანილი ფული არავის სჭირდება

თუ ხალხმა არ იგრძნო, რომ ეს მისი გასაკეთებელი საქმეა, აქ ჩემოდნებით მოტანილი ფული არავის სჭირდება, რადგან ხელოვნურად შექმნილი პროტესტი არავის სჭირდება,- ამის შესახებ "რიონის ხეობის მცველების" წარმომადგენელმა ვარლამ გოლეთიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც "რიონის ხეობის მცველების" დაფინანსებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

გოლეთიანის განცხადებით, "რიონის ხეობის მცველები" დაფინანსებას ემიგრანტების მიერ შემოწირული თანხებით იღებენ და ემიგრანტებისვე სურვილია, რომ მათი გვარები და სახელები საჯარო არ გახდეს. თუმცა, როგორც გოლეთიანმა განმარტა, გამომდინარე იქიდან, რომ ვინაობის გასაჯაროებით არ დაზიანდეს თანხის გადმომრიცხველი ემიგრანტების ინტერესები, საკითხს გაივლიან იურისტებთან, რის მერეც გასაჯაროვდება თანხის რაოდენობაზე დეტალები.

"ბუღალტერიასაც გავაკეთებთ, გახდება საჯარო. საუბარია რამდენიმე ათასზე, რაც ნახევარი წლის განმავლობაში შეკრებილია ემიგრანტებისგან",- აცხადებს ვარლამ გოლეთიანი.

მისი თქმით, მათი პროტესტის წინააღმდეგ ხელისუფლება ადმინისტრაციულ რესურსსაც იყენებს.

„საერთოდ, ზოგადად სურვილია, როდესაც ემიგრანტები და სხვადასხვა ადამიანები რიცხავენ ხოლმე ფულს, პირდაპირ გვეუბნებიან, რომ მათი სახელი და გვარი საჯარო არ იყოს. ადამიანებს პირდაპირ ამუნათებენ ვინც ამ ბრძოლაში მონაწილეობს. ვხედავთ, რომ მერიაში იბარებენ გამგებლებს, სკოლის დირექტორებს ეუბნებიან, რომ პოსტი არ გააზიაროთ და მხარი არ დაუჭიროთო.ზოგადად, ადმინისტრაციულ რესურსს აკონტროლებს ხელისუფლება. ვიცით, რომ ჩვენ ის ხალხი მხარს გვიჭერს, მათ შორის, ამ პროცესში თანხით მონაწილეობენ და არ უნდათ რომ გამოჩნდეს თავიანთი სახელი და გვარი", - აცხადებს გოლეთიანი.

მისი თქმით, პროტესტი დიდი ხანია დაწყებულია და დახმარების მსგავსი პოლიტიკური შემოთავაზებები იყო და ყველას მიზანმიმართულად უარს ეუბნებიან, რადგან ამას სპეკულაციები არ მოჰყვეს.

„თან ამ ტიპის დახმარებას ჩვენ არ ვსაჭიროებთ. თუ ხალხმა არ იგრძნო, რომ ეს მისი გასაკეთებელი საქმეა, აქ ჩემოდნებით მოტანილი ფული არავის სჭირდება, იმიტომ, რომ არც ხელოვნურად შექმნილი პროტესტი სჭირდება ვინმეს და არც ხელოვნურად მოწყობილი პროტესტი. ჩვენ არ გვჭირდება არავის თანხა. რაც რიონის ხეობაში დავდექით, არავისთვის გვითქვამს, მოდით, დაგვიდექით და ა.შ. ამ ტიპის დიალოგი ჩემს მეგობრებთანაც კი არ მქონია. ვინც საჭიროდ ჩათვლიდა, რომ ეს არის ეროვნული საქმე და თითოეული ჩვენგანის საკეთებელია, მოვა, დადგება და მათ შორის, დადებს ფულს", - აცხადებს გოლეთიანი.

გარდა ამისა, როგორც გოლეათიანმა აღნიშნა, მას შემდეგ, რაც თბილისისდან რიონის ხეობის მიმართულებით წავლენ, გადაკეტავენ რიონის ხეობაში შესასვლელ ტერიტორიას იქმდე, სანამდეც ბარიკადებია განლაგებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა