ვახტანგ მეგრელიშვილი -„ევროპული საქართველო“ გათიშულია პროცესებიდან - თავის უბედურ თამაშს თამაშობს

„ევროპული საქართველო“ გათიშულია პროცესებიდან - თავის უბედურ თამაშს თამაშობს, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისივე თქმით, „ევროპული საქართველო“ თავად შეთანხმების სულისკვეთებას არ ეთანხმება და მას შეთანხმება არ სურდა.

„ევროპული საქართველო“ გათიშულია პროცესებიდან. საერთოდ სხვა სფეროში თამაშობს, არ მესმის. „ევროპული საქართველო“ არ არსებობს სინამდვილეში. რამდენიმე პოლიტიკოსი, რომელიც აი, ამ პროცესის შედეგად ყველაზე მეტად არის რეიტინგდავარდნილი. არც კი შეუერთდა, ანუ არ ეთანხმება შეთანხმების სულისკვეთებას და „ევროპული საქართველოსგან“ შეთანხმებაზე ხელის არ მოწერა ნიშნავდა ამას - ის არის გვერდით. საბოლოო ჯამში შემდეგი არჩევნები, შემდეგი პოლიტიკური პროცესი აჩვენებს სწორად იქცევიან ისინი თუ არ იქცევიან სწორად - დღესდღეობით ისინი არ არიან ფაქტორი პოლიტიკურ ველზე, საერთოდ. „ევროპულ საქართველოს“ იმიტომაც ვუპირისპირდები. ეს არის ზუსტად ის პარტია და ზუსტად ის ადამიანები, როგორც მიხეილ სააკაშვილი, რომელთაც არ უნდოდათ შეთანხმება. ჩვენი მოკავშირეები გვეუბნებოდნენ, რომ თუ თქვენ ახლა არ თანხმდებით, ეს არის რუსული ამბავი და ყველაზე მეტად ვის უყვარს რუსეთის დაბრალება? „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს”. აი პირდაპირ უკვე იქამდე მივიდა ეს კონფლიქტი, რომ სამშობლოს მოღალატეების მეტი ბრალდება აღარ დარჩა იქეთ, შესაბამისად, როგორც „ქართული ოცნება“ ისე ეს მეორე მხარე ერთმანეთს ბოლო ბრალდებას უყენებენ - იმის იქით ქვის სროლაა. ქვის სროლა თუ გვინდა, ეს შეიძლება მხოლოდ მოსკოვის ინტერესში იყოს და არა ბრიუსელის. „ევროპული საქართველო“ არ თამაშობს რუსეთის თამაშს, თავის უბედურ თამაშს თამაშობს, უბრალოდ გაეხვია ამ შარში, რომ ასეთი პოზიცია გამოუვიდა. ისეთი წააგეს არჩევნებზე, რომ რიგგარეშე არჩევნები უნდოდათ. შემოდგომაზე ხომ იქნება არჩევნები და ვნახოთ, ერთი „ევროპული საქართველო“ რა შედეგს აჩვენებს აი, იმ პოსტ საარჩევნო საკუთარი სტრატეგიის შემდეგ, იმ მომწამლავი სტრატეგიის შემდეგ, რომლითაც ფაქტობრივად, გააჯერა მთელი ეს პროცესი“, - განაცხადა მეგრელიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო