საერთაშორისო და ადგილობრივი ინვესტორები ქართული სტარტაპების დასაფინანსებლად, გლობალური სტარტაპ ფონდის ღონისძიებაზე ერთიანდებიან

Angel ინვესტორები ისრაელის „სილიკონ ვადიდან“, სხვადასხვა საერთაშორისო ფონდებიდან, ადგილობრივი ინვესტორები, სპიკერები და ვებინარები მსოფლიოს ყველაზე მაღალრეიტინგული, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან (MIT), პარტნიორობა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან - BTU-ში დაფუძნებული გლობალური სტარტაპ ფონდი მასშტაბებს აფართოებს და შერჩეულ 16 სტარტაპს საერთაშორისო ბაზრებზე კომერციალიზაციის და Angel ინვესტორებთან პარტნიორობის შესაძლებლობას აძლევს. ინფორმაციას ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, გლობალური სტარტაპ ფონდი პირველი საერთაშორისო სტარტაპ ფონდია საქართველოში, რომელიც ისრაელის „სილიკონ ვადის“ ინვესტორებისა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით BTU-ში დაფუძნდა.

„ფონდში პირველი მსხვილი დაფინანსება GITA-სთან პარტნიორობით, 1 300 000 ლარის ოდენობით, სტარტაპ Echolize-ში 2019 წელს განახორციელა. 2021 წლისდან MIT-ს სამეწარმეო ცენტრში გაწევრიანების შემდეგ, BTU-ს სტარტაპ ფონდის ყველა პარტნიორ კომპანიას, სტარტაპს და ინვესტორს გაეხსნა წვდომა Martin Trust Center-ის საერთაშორისო ქსელთან, რომელიც ერთერთი უმსხვილესი სტარტაპ ეკოსისტემაა მსოფლიოში. გლობალური სტარტაპ ფონდის პარტნიორმა, „თიბისი“ სტარტაპერმა ახალი სტარტაპ საინვესტიციო პროდუქტი შექმნა, რომელიც აგრეთვე ხდება ხელმისაწვდომი კომპანიებისთვის და სტარტაპის დაფინანსების მსურველი ინვესტორებისთვის.

27 მაისს, ინვესტორების მიერ შერჩეული 16 სტარტაპი წარსდგება პრეზენტაციებით, გამოვლინდება საუკეთესო კომპანიები, რომლებიც ფონდის ფარგლებში დაფინანსების მისაღებად საერთაშორისო ინვესტორებთან განაგრძობენ მოლაპარაკებებს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა