აშშ-ში ქართული ღვინის ონლაინ დეგუსტაცია გაიმართა

ქართული ღვინის ონლაინ დეგუსტაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის ,,Marq Energie Consulting’’ ორგანიზებით გაიმართა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მასში 60-მდე ადგილობრივი სომელიე, ღვინის მწერალი და იმპორტიორი, ასევე, ქართველი ღვინის მწარმოებლები მონაწილეობდნენ.

მათივე ცნობით, ონლაინ ღონისძიებას ,,Marq Energie Consulting’’-ის ხელმძღვანელი ჯული პეტერსონი (Julie Peterson) და ამერიკელი ტოპ-სომელიე ტეილორ პარსონსი (Taylor Parsons) უძღვებოდნენ. სემინარის მონაწილეებს ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი, დავით ბაქრაძე მიესალმა.

„ორსაათიანი ონლაინ დეგუსტაციის განმავლობაში, ღვინის პროფესიონალებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეგემოვნებინათ წინასწარ გაგზავნილი დასავლეთ საქართველოს ის ღვინოები, რომლებიც უკვე წარმოდგენილია აშშ-ის ბაზარზე. აღნიშნულ დეგუსტაციაზე აქცენტი სწორედ დასავლეთ საქართველოს მრავალფეროვან ღვინოებსა და ღვინის მარნებზე გაკეთდა. დეგუსტაციის პარალელურად, მონაწილეები ქართულ ღვინის ისტორიას, კულტურასა და თანამედროვე ინდუსტრიას გაეცნენ.

ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ, ღვინის კერძო ინდუსტრიასთან თანამშრომლობით, თანმიმდევრული მარკეტინგული სტრატეგიით გათვალისწინებული ღონისძიებები ხორციელდება. შედეგად, ქართული ღვინის ექსპორტი აშშ-ის ბაზარზე ბოლო 6 წელია სტაბილურად მზარდია. 2020 წელს, საქართველოდან ექსპორტირებული იყო 912 ათასამდე ბოთლი ღვინო, რაც 34%-ით აღემატება 2019 წლის მაჩვენებელს. მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში უკვე ექსპორტირებულია 325 ათასი ბოთლი ღვინო (ზრდა 2% ).

ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი მაჩვენებლის შესანარჩუნებლად, COVID-19-ის მსოფლიო პანდემიის პირობებში, ღვინის ეროვნული სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციას აშშ-ში, ძირითადად, დისტანციური ფორმატების და ონლაინ პლატფორმების გამოყენებით აგრძელებს”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

აშშ-ში ქართული ღვინის ონლაინ დეგუსტაცია გაიმართა

ქართული ღვინის ონლაინ დეგუსტაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის ,,Marq Energie Consulting’’ ორგანიზებით გაიმართა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მასში 60-მდე ადგილობრივი სომელიე, ღვინის მწერალი და იმპორტიორი, ასევე, ქართველი ღვინის მწარმოებლები მონაწილეობდნენ.

მათივე ცნობით, ონლაინ ღონისძიებას ,,Marq Energie Consulting’’-ის ხელმძღვანელი ჯული პეტერსონი (Julie Peterson) და ამერიკელი ტოპ-სომელიე ტეილორ პარსონსი (Taylor Parsons) უძღვებოდნენ. სემინარის მონაწილეებს ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი, დავით ბაქრაძე მიესალმა.

„ორსაათიანი ონლაინ დეგუსტაციის განმავლობაში, ღვინის პროფესიონალებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეგემოვნებინათ წინასწარ გაგზავნილი დასავლეთ საქართველოს ის ღვინოები, რომლებიც უკვე წარმოდგენილია აშშ-ის ბაზარზე. აღნიშნულ დეგუსტაციაზე აქცენტი სწორედ დასავლეთ საქართველოს მრავალფეროვან ღვინოებსა და ღვინის მარნებზე გაკეთდა. დეგუსტაციის პარალელურად, მონაწილეები ქართულ ღვინის ისტორიას, კულტურასა და თანამედროვე ინდუსტრიას გაეცნენ.

ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ, ღვინის კერძო ინდუსტრიასთან თანამშრომლობით, თანმიმდევრული მარკეტინგული სტრატეგიით გათვალისწინებული ღონისძიებები ხორციელდება. შედეგად, ქართული ღვინის ექსპორტი აშშ-ის ბაზარზე ბოლო 6 წელია სტაბილურად მზარდია. 2020 წელს, საქართველოდან ექსპორტირებული იყო 912 ათასამდე ბოთლი ღვინო, რაც 34%-ით აღემატება 2019 წლის მაჩვენებელს. მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში უკვე ექსპორტირებულია 325 ათასი ბოთლი ღვინო (ზრდა 2% ).

ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი მაჩვენებლის შესანარჩუნებლად, COVID-19-ის მსოფლიო პანდემიის პირობებში, ღვინის ეროვნული სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციას აშშ-ში, ძირითადად, დისტანციური ფორმატების და ონლაინ პლატფორმების გამოყენებით აგრძელებს”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო