სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე OIE-ს ევროპის რეგიონული კომისიის ბიუროს გენერალურ მდივნად აირჩიეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ვასილ ბასილაძე ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) 88-ე გენერალურ სესიაზე ევროპის რეგიონული კომისიის ბიუროს გენერალურ მდივნად აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში აღნიშნავენ, ვასილ ბასილაძე 2019 წლიდან ორგანიზაციში (OIE) საქართველოს წარმოადგენს.

„ევროპის რეგიონული კომისია 53 ქვეყანას აერთიანებს. ქართველი დელეგატის ხმათა უმრავლესობით არჩევა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია, რომელიც ორგანიზაციასთან მჭიდრო თანამშრომლობასა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ვეტერინარიის მიმართულებით საერთაშორისო მიდგომებისა და სტანდარტების დანერგვას ითვალისწინებს. საქართველოს წარმომადგენელი ორგანიზაციის მმართველ გუნდში პირველად აირჩიეს.

ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში (OIE) 182 წევრი ქვეყანაა გაერთიანებული. ორგანიზაცია წამყვან როლს ასრულებს და განსაზღვრავს ვეტერინარულ პოლიტიკას მსოფლიოში და ზედამხედველობას უწევს მისი იმპლემენტაციის პროცესს.

საქართველო ორგანიზაციის წევრია 1990 წლიდან,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს, მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს, მაგრამ, ახლა უკრაინაზე და ევროპაზე ისეთ ზეწოლას არ ახდენს, როგორც მანამდე
ქართული პრესის მიმოხილვა 14.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს! - ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის კონკურსი - „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ დაიწყო
BTU სტუდენტებისთვის AI ბანაკს გამართავს