ევროკავშირი აზერბაიჯანსა და სომხეთს საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციაში დახმარებას სთავაზობს

ევროკავშირი სომხეთსა და აზერბაიჯანს საზღვარზე ვითარების დეესაკალაციისკენ მოუწოდებს და საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციაში დახმარებას სთავაზობს. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური სამსახური იუწყება.

„სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვარზე ბოლო მოვლენები სახიფათოც არის და საგანგაშოც. საჭიროა მოხდეს დაუყოვნებლივი დეესკალაცია. ევროკავშირი ორივე მხარეს მოუწოდებს, თავი შეიკავონ მომავალი საომარი ქმედებებისგან. ყველა ძალა უნდა დაუბრუნდეს 12 მაისამდე არსებულ პოზიციებს და ორივე მხარემ მიიღოს მონაწილეობა მოლაპარაკებებში საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირმა აზერბაიჯანსაც მოუწოდა, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა დაკავებული და სამხედრო ტყვე.

„მივესალმებით ყველა ძალისხმევას, მათ შორის შესაძლო საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის შესახებ წინადადებას. ევროკავშირი მზად არის, წარმოგიდგინოთ გამოცდილება და დახმარება საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციაში, ასევე მხარი დაუჭიროს უკიდურესად საჭირო ზომებს ნდობის გასამყარებლად მდგრადი მშვიდობის და სამხრეთ კავკასიის განვითარების მიზნით“ , - ნათქვამია განცხადებაში.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს