ექიმი-ნევროლოგები გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტების მკურნალობის ხელმისაწვდომობის აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

31 მაისს, სასტუმრო „თბილისი რუმსში“ გაფანტული სკლეროზის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მორიგი ღონისძიება გაიმართება.

ორგანიზატორების ინფორმაციით, შეხვედრის მიზანს, გაფანტული სკლეროზის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, დაავადების სიმპტომების ინფორმირებულობა და რეგიონში მცხოვრები პაციენტებისთვის ადეკვატურ მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა წარმოადგენს.

ღონისძიებას, რომელიც დაავადების საინფორმაციო კამპანიის #ერთადერთმანეთისთვის ფარგლებში ეწყობა, დაესწრებიან და სიტყვით გამოვლენ გაფანტული სკლეროზით დაავადებული პაციენტები თბილისიდან, აჭარიდან და წამყვანი ექიმი-ნევროლოგები, რომლებიც კიდევ ერთხელ შეაჯამებენ არსებულ პრობლემებს, ისაუბრებენ დროულ დიაგნოსტიკაზე, მკურნალობის ხელმისაწვდომობაზე მთელი ქვეყნის მასშტაბით და სახელმწიფოს კიდევ ერთხელ შეახსენებენ, რომ რეგიონში მცხოვრები გაფანტული სკლეროზის მქონე ადამიანები დაფინანსების მოლოდინში არიან.

ღონისძიებაზე ასევე მოწვეულები არიან აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლები, ისინი მოწვეულ საზოგადოებას შესაბამისი დაფინანსების პროგრამების მიმდინარეობასა და შედეგებზე ანგარიშს წარუდგენენ.

„ღონისძიებაზე მადლიერებას გამოხატავენ თბილისის მერიისა და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსადმი გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამის წარმატებით ამოქმედებისთვის, ასევე იმ პრობლემებს განიხილავენ, რის გამოც რეგიონებში მცხოვრები პაციენტებისთვის მკურნალობა ამ ეტაპამდე მიუწვდომელია.

ცნობისათვის, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 2019 წლიდან გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტებს ძვირადღირებულ მედიკამენტებს 25 ათასი ლარით უფინანსებს. ანალოგიური მომსახურებით 2020 წლიდან სარგებლობენ თბილისში მცხოვრები პაციენტები. დაპირებების მუხედავად, დღემდე მათთვის უცნობია რა ელით რეგიონში მცხოვრებ პაციენტებს 2021 წელს და იქნება თუ არა დაავადების მამოდიფიცირებელი მკურნალობა მათთვის ხელმისაწვდომი.

ღონისძიების დასასრულს მოხდება ფოტო-პროექტის გაციფრულებული ვერსიის პრეზენტაცია. შეგახსენებთ, ფოტო-პროექტი კამპანიის „ერთად ერთმანეთისთვის“ ფარგლებში შეიქმნა და მიზნად ისახავს გაფანტული სკლეროზის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და დაავადების სიმპტომების შესახებ ინფორმირებულობას. ფოტო-პროექტის ავტორია ფოტოხელოვანი, გოგა ჩანადირი, რომელმაც პაციენტების შეგრძნებები ფოტოებით გადმოსცა. 30 მაისს, მსოფლიო გაფანტული სკლეროზის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს, კამპანიას საქართველო 2018 წლიდან შეუერთდა. მომზადდა ვიდეო რგოლიც, რომლის ძირითადი მონაწილეები იყვნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ზურაბ ბატიაშვილი - საქართველოს მთავარი პრობლემა იმაშია, რომ საბჭოთა კავშირი იურიდიულად 31 წლის წინ კი დაიშალა, მაგრამ მენტალური საბჭოთა კავშირი ისევ აქაა და არსად წასულა
ქართული პრესის მიმოხილვა 15.08.2022
ეკატერინე ციმაკურიძე - სასამართლოსა და პროკურატურის რეფორმისთვის რეალური ნაბიჯების გადაუდგმელად ევროინტეგრაცია ვერ მოხდება, თუნდაც სხვა ყველა საკითხი შესრულდეს